

▪️ კარის გახსნა: 01:00
2 აგვისტოს - Tropicos ბათუმში - ელექტრონული მუსიკის სცენაზე, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული უკრაინული დუო - WOO YORK დაუკრავს.
შემოქმედებითი გატაცების სუფთა გამოხატულება — ეს უკრაინული დუეტი პირველივე დღიდან საკუთარი ჟღერადობის დიდოსტატია. სცენაზე ისინი ყვებიან ისტორიას, რომელიც ფესვგადგმულია ტექნოში, სადაც მჩქეფარე ბასლაინები და მზარდი მელოდიები მათ საფირმო გრუვს ერწყმის. ყოველთვის ლაივი, ყოველთვის მიმდინარე მომენტში — Woo York-ის გამოსვლები უნიკალურია; ისინი ორიგინალურ ნამუშევრებს რეალურ დროში ქმნიან, დრამ-მანქანებისა და სინთეზატორების საშუალებით ეკონტაქტებიან მსმენელს და აუდიტორიასთან ამყარებენ ისეთ კავშირს, რაც ტრადიციული დიჯეი სეტების დროს შეუძლებელია.
მუდმივად განვითარებადი პროექტი OTHERVOICE — Woo York-ის ლაივ გამოცდილების შემდეგი ეტაპია. ეს არის იმ მძლავრი სცენიური ენერგიის გაძლიერება, რომლის წყალობითაც ისინი Resident Advisor-ის ვერსიით „40 საუკეთესო ლაივ შემსრულებელს“ (Top 40 Live Acts) შორის დასახელდნენ; ახლა კი ისინი მსმენელს გაუფილტრავ ჟღერადობასა და ვიზუალს სრულ, ავთენტურ სინქრონში სთავაზობენ.
უკვე ორი ათწლეულია, Woo York სტაბილურად ქმნის ერთადერთ და განუმეორებელ ლაივ სეტებს მუსიკალურ სცენაზე, რომელიც ხშირად ერთფეროვნებითა და პროგნოზირებადობითაა მოცული. მათი გამოსვლები ანდერგრაუნდში, ისეთ კლუბებში გამოიბრძოლა და ჩამოყალიბდა, როგორებიცაა Tresor და Berghain, დაიხვეწა მთელი მსოფლიოს მომთხოვნი აუდიტორიის წინაშე და ისინი თანაბრად კომფორტულად გრძნობენ თავს როგორც ლონდონის fabric-ის პულტთან, ისე ისეთი გიგანტი ბრენდების სცენებზე, როგორებიცაა Afterlife ან Drumcode.
♀♂ ასაკობრივი შეზღუდვა 18+
📱 მაგიდების დასაჯავშნად, დაგვიკავშირდით: +995 597 322 222
Tropicos Batumi განთავსებულია Mono Hall Batumi-ს ტერიტორიაზე.
გაითვალისწინეთ, რომ ღონისძიების ტერიტორიაზე შემოსული სტუმრები, ლოკაციის დატოვების შემთხვევაში, უკან არ დაიშვებიან.
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება