

ReAlive Arts წარმოგიდგენთ
რა მოხდება, თუ მუსიკა იქცევა სივრცედ, სადაც სხვადასხვა ეპოქა, კულტურა და ემოცია ერთმანეთს ხვდება?
„WHAT IF…?“ კამერული მუსიკის საღამოა, რომელიც მსმენელს მრავალფეროვან მუსიკალურ მოგზაურობაში იწვევს — რომანტიზმის მდიდარი მუსიკალური სამყაროდან მე-20 საუკუნის ესპანურ მუსიკამდე.
საღამოს განმავლობაში ერთმანეთს დაუკავშირდება ჩელოს, მეცო-სოპრანოსა და ფორტეპიანოს განსხვავებული ხმოვანი სამყაროები. სოლო შესრულებები, ვოკალური ნაწარმოებები და კამერული დიალოგები შექმნის მუსიკალურ დრამატურგიას, სადაც ყოველი ნაწარმოები ახალ ემოციას, განწყობასა და ისტორიას გვიზიარებს.
შუმანის პოეტური რომანტიზმი, ბრამსის სულიერი სიღრმე, მასნეს ლირიზმი, დვორჟაკის სინაზე და დე ფალიას ესპანური ტემპერამენტი ერთ საღამოში გაერთიანდება.
ეს არის შეხვედრა მუსიკასთან, რომელიც გვაფიქრებს, გვაგრძნობინებს და გვიტოვებს სივრცეს საკუთარი პასუხებისთვის.
WHAT IF…? — რა მოხდება, თუ მუსიკა იმაზე მეტს გვეტყვის, ვიდრე სიტყვებს შეუძლია?
შემსრულებლები:
19 დეკემბერი, 2026, 20:00
ეროვნული სიმფონიური ორკესტრის აუდიტორია
აღნიშნულ ღონისძიებაზე გაყიდული ბილეთები არ დაბრუნდება