

ყველა ბილეთი გაყიდულია
16 ივლისს - ბათუმის კორტებზე - ვალერი მელაძის გრანდიოზული კონცერტი გაიმართება.
საესტრადო მუსიკის სფეროში ყველაზე ცნობილი ძმები: ვალერი და კონსტანტინე მელაძეები ბათუმში დაიბადნენ. პირველადი მუსიკალური განათლება მათ სწორედ ზღვისპირა ქალაქში მიიღეს, უმაღლესი განათლების მისაღებად კი უკრაინაში, ქალაქ ნიკოლაევში გაემგზავრნენ. მრავალმხრივი ნიჭით გამორჩეული ძმები, მალე სტუდენტური ანსამბლის წევრები გახდნენ. ვალერი მელაძემ, თავისი, განსხვავებული, გამორჩეული ხმითა და საშემსრულებლო მანერით, მალე მიიქცია პროდუსერთა ყურადღება და მნიშვნელოვანი დაიკავა ადგილი დიდ შოუბიზნესში!
მრავალწლიანი მუსიკალური კარიერის მანძილზე, მომღერალს ექვსი ალბომი აქვს გამოშვებული, რომელთაგან პირველს, მის მიერ შესრულებული და ჰიტად ქცეული რომანსის: ,,სერას“ სახელი ჰქვია. ვალერი მელაძის კონცერტები არამარტო პოსტსაბჭოთა, არამედ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში იმართება, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მის პოპულარობას მსმენელში.
19:00 - კარის გახსნა
21:00 - კონცერტის დასაწყისი
აკრძალულ ნივთებზე ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://biletebi.ge/static-pages/valery-meladze
გაითვალისწინეთ, რომ ღონისძიების დღეს, 16 ივლისს, დღის 12:00 საათიდან 21:00 საათამდე, სპეციალურად გამოყოფილ სალაროში, შესაძლებელი იქნება ფიზიკური ბილეთების შეძენა, როგორც პოს ტერმინალით, ასევე ნაღდი ფულით.
სალარო განთავსებული იქნება, ჩოგბურთის კორტების მთავარ შესასვლელთან.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კონცერტზე დასასწრებად, ბილეთის შეძენა აუცილებელია, ნებისმიერი ასაკის სტუმრისთვის.
ასაკობრივი შეზღუდვა: 10+
ღონისძიების დატოვების შემთხვევაში, სტუმრები უკან აღარ დაიშვებიან.
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება