

ყველა ბილეთი გაყიდულია
31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს Noble Savage წარმოგიდგენთ Toy Tonics Jam-ს Beck’s-ის მხარდაჭერით. ღამეს გახსნიან ადგილობრივი არტისტები Rootrythm b2b Pastorius X, რომლებიც welcoming set-ით შეამზადებენ სცენას Moretz-ისთვის (Brazil) და A-Dee-ისთვის (Berlin) — Toy Tonics-ის ოჯახიდან.
Moretz ბრაზილიური ანდერგრაუნდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არტისტია. მისი სეტები აერთიანებს კლასიკურ ჰაუსს და თანამედროვე გრუვებს. მას დაუკრავს ისეთ პლატფორმებზე, როგორებიცაა Dekmantel Showcase, Gop Tun, Mamba Negra და Boiler Room. ამჟამად ბერლინში ცხოვრობს, არის Fandango-ს რეზიდენტი და Refugee Worldwide-ის შოუს წამყვანი.
Toy Tonics არის ბერლინში დაფუძნებული მუსიკალური ლეიბლი და კულტურული კოლექტივი, რომელიც ჰაუსს, დისკოს, ფანკს, ნეო-სოულს და ინდის ელემენტებს ერთიან, ენერგიულ საცეკვაო გამოცდილებად აერთიანებს. Toy Tonics Jam ცნობილია თავისი თავისუფალი ატმოსფეროთი და ძლიერი საცეკვაო ენერგიით.
შეაბიჯე ახალ წელს Toy Tonics-ის უნიკალური ვაიბით Noble Savage-ში.
31 დეკემბერი
Doors Open: 23:00
ასაკობრივი შეზღუდვა: 21+
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება