

2026 წლის 25 სექტემბერს, 34-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „შემოდგომის თბილისი“ ფარგლებში, თბილისის სიმფონიური ორკესტრი მაესტრო ვახტანგ კახიძის დირიჟორობით და სახელგანთქმული ქართველი პიანისტი ალექსანდრე კორსანტია შეასრულებენ დ. შოსტაკოვიჩის „კამერულ სიმფონიას“, „საფესტივალო უვერტიურას“ და კონცერტს ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის N1.
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება