

1 აგვისტოს, პირველად საქართველოში - ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე, 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფის - t.A.T.u-ს გრანდიოზული კონცერტი გაიმართება.
t.A.T.u. – 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოპ დუეტია, რომლის წევრები არიან Lena Katina და Julia Volkova. მათი პროვოკაციული სასცენო იმიჯი, მალევე გახდა t.A.T.u.-ს უსაზღვრო პოპულარობის მიზეზი. ჯგუფის შემოქმედებიდან, განსაკუთრებით აღსანიშნავია საერთაშორისო ჰიტები "All the Things She Said" და "Not Gonna Get Us", რომლებაც დუეტს წარმოუდგენელი წარმატება მოუტანა, აღმოსავლეთ ევროპაში. სიმღერების მილიონობით გაყიდული ეგზემპლიარი და სხვადასხვა საერთაშორისო მუსიკალური ჩარტების ლიდერი პოზიციები, t.A.T.u.-ს პოპულარობას დღემდე უნარჩუნებს.
18:00 - კარის გახსნა
20:00 - t.A.T.u.-ს კონცერტის დასაწყისი
ასაკობრივი შეზღუდვა 10+
-
გაითვალისწინეთ, რომ 10 წლამდე ასაკის ბავშვები, ღონისძიებაზე არ დაიშვებიან ხოლო 10 წლის ზემოთ, ბილეთის შეძენა აუცილებელია ყველასთვის. (არასრულწლოვნები დაიშვებიან, მხოლოდ
მშობლის ან სრულწლოვანი პასუხისმგებელი პირის თანხლებით)
ღონისძიების დატოვების შემთხვევაში, სტუმრები უკან აღარ დაიშვებიან.
-
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება