ღონისძიება - SYMPHONY OF MAGIC
ღონისძიება - SYMPHONY OF MAGIC

SYMPHONY OF MAGIC

ბილეთის საყიდლად აირჩიეთ დრო
შაბ
24 ოქტ, 17:00
25 ₾-დან
ორგანიზატორი: Vivalis Music NS
ბათუმის საზაფხულო თეატრი

ჰარი პოტერისა და სხვა ფენტეზი სამყაროების მუსიკა

 

რა მოხდება, თუ ერთ საღამოს ჯადოსნურ სამყაროში აღმოჩნდებით?

 

24 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ბათუმის საზაფხულო თეატრში აჟღერდება მუსიკა ჩვენი დროის ყველაზე საყვარელი ფენტეზი ისტორიებიდან.

 

Symphony of Magic ოჯახური კონცერტია, რომლის მთავარი ნაწილი ჰარი პოტერის დაუვიწყარ მუსიკალურ სამყაროს და ჯონ უილიამსის ცნობილ ნაწარმოებებს ეძღვნება. პროგრამაში ასევე შევა მუსიკა სხვა საკულტო ფენტეზი ფილმებიდან და ისტორიებიდან.

 

კამერული ანსამბლის შესრულებით ნაცნობი მელოდიები ახალ, უფრო ახლობელ და ემოციურ ჟღერადობას შეიძენს. მუსიკა, რომელიც წლების განმავლობაში გვახსენებდა ჯადოსნურ ციხესიმაგრეებს, თავგადასავლებს, იდუმალ არსებებსა და დიდ ბრძოლებს, ამჯერად საკონცერტო სცენიდან აჟღერდება.

 

ეს საღამო მათთვისაა, ვინც ამ ისტორიებთან ერთად გაიზარდა, და ბავშვებისთვისაც, რომლებიც მათ ახლა პირველად აღმოაჩენენ. შესაძლებლობა, მთელი ოჯახით ერთად მოუსმინოთ საყვარელ მელოდიებს და მუსიკის საშუალებით კვლავ აღმოჩნდეთ ფენტეზის სამყაროში.

 

24 ოქტომბერი 2026, 17:00
ბათუმის საზაფხულო თეატრი
ოჯახური კონცერტი

 

ხანგრძლივობა : 1 საათი და 15 წუთი

 

6 წლამდე ბავშვების დასწრება უფასოა


აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება