

21 აგვისტოს, თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და გემოვნებიანი მუსიკოსი - სტეფანე - კიდევ ერთხელ ბრუნდება Mono Hall ბათუმის სცენაზე, თქვენთან შესახვედრად. შემოგვიერთდი.
სტეფანე - მუსიკოსი, მომღერალი და პროდიუსერი, ქართული მუსიკალური სცენის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არტისტია, რომლის შემოქმედებაც უკვე 20 წელზე მეტია აქტუალურია. მისი შესრულების მანერა და გამორჩეული ხმის ტემბრი, შეუმჩნეველი არავის დარჩენია. 1998 წლიდან დღემდე რამდენიმე ათეული სიმღერა და სინგლი აქვს შექმნილი, გამოშვებული აქვს ორი ალბომი, გადაღებული აქვს ათამდე ვიდეორგოლი და საქართველოში ერთ-ერთ კაშკაშა და გემოვნებიან ვარსკვალავდ ითვლება. მან თანამედროვე ქართულ პოპ კულტურაში აქტიურად შემოიტანა ელექტრონული, პოპ და ფანქ ჟღერადობა.
სტეფანეს 20 წლიანი შემოქმედება ელექტრონული მუსიკის, პოპის, ბლუზის, დისკოსა და ფანქის ორიგინალური ნაზავია, რომელსაც მისი ინდივიდუალური, ადგილობრივი სცენისთვის სრულიად ახლებური იმიჯი ერთვის თან.
------
21:00 - კარის გახსნა
23:30 - სტეფანე (კონცერტის დასაწყისი)
------
♀♂ ასაკობრივი შეზღუდვა 16+ (არასრულწლოვნები დაიშვებიან, მხოლოდ მშობლის ან სრულწლოვანი პასუხისმგებელი პირის თანხლებით)
📱 მაგიდების დასაჯავშნად, დაგვიკავშირდით: +995 597 322 222
გაითვალისწინეთ, რომ ღონისძიების ტერიტორიაზე შემოსული სტუმრები, ლოკაციის დატოვების შემთხვევაში, უკან არ დაიშვებიან.
აკრძალული ნივთები
ღონისძიებაზე კატეგორიულად აკრძალულია შემდეგი ნივთებით შემოსვლა: ცივი იარაღი, ნებისმიერი ტიპის ბასრი და მჭრელი საგნები, პროფესიონალური ფოტო ან ვიდეო აპარატი, ნებისმიერი ტიპის (ალკოჰოლური-უალკოჰოლო) სასმელი, საკვები, აალებადი ნივთები და ცხოველები.
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება