

ყველა ბილეთი გაყიდულია
20–21 დეკემბერს, „რადისონ ბლუ ივერია“ Spotlight-ის მორიგ, რიგით მეთორმეტე ღონისძიებას უმასპინძლებს.
Spotlight-ი უკვე წლებია ქვეყნის მთავარი შეკრების ადგილია შთაგონებისთვის. ის აერთიანებს მარკეტინგის, ტექნოლოგიების, მედიის, ბიზნესის, დიზაინისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების პროფესიონალებს. თქვენ გელოდებათ შთამაგონებელი გამოსვლები, პანელური დისკუსიები, მასტერკლასები და ნეთვორქინგი – ძველი და ახალი პარტნიორები ერთ სივრცეში.
2 დღის განმავლობაში სპიკერები მთავარ სცენაზე საკუთარ იდეებს, წარმატების და მარცხის ისტორიებს გაგვიზიარებენ და ეს გამოცდილება უამრავი ადამიანის ცხოვრებას სასიკეთოდ შეცვლის. გარდა ამისა, Spotlight საუკეთესო საშუალებაა ნეთვორქინგისთვის, რადგან აქ ადამიანებს შეუძლიათ იპოვონ ახალი პარტნიორები და მეგობრები. ის ურთიერთობები რაც მთელი ცხოვრება გრძელდება.
სპიკერები:
დავით გოგიჩაიშვილი, ანა ჩუბინიძე, მარი აბულაძე, ჯონ კვეზერელი, მარეხ საჯაია, ალექსანდრე ჩომახიძე, ქეთი მაღალაშვილი, Geoteam, კაცები, მწვანე ოთახი, ნიკუშა ანთაძე, ბასა მეტრეველი, ერეკლე ინაშვილი, მიშა სეხნიაშვილი, პავლე გაბრიჭიძე, შოთა ჩინჩალაძე, ანა ხოსიტაშვილი, ანო გოგიჩაძე, Tiktok„eri”, ალექსანდრე ჯეჯელავა.
ღონისძიების პროგრამა იხილეთ ვებგვერდზე spotlight.ge
კარის გაღების დრო ორივე დღეს: 11:00
ღონისძიების წარმდგენია საქართველოს ბანკი.
პარტნიორები:
ბორჯომი, ავერსი, ლექსუსი, ფლომასტერი, ვოლტი, როუმინგო, მაკდონალდსი
ბილეთების კორპორატიულად შესაძენად, დაუკავშირდით Marketer.ge-ს კომერციულ სამსახურს ელფოსტაზე: [email protected]. მიაწოდეთ თქვენი შპს-ის რეკვიზიტები, ინფორმაცია ბილეთების სასურველ რაოდენობაზე და დაელოდეთ ინვოისს.
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება