

ყველა ბილეთი გაყიდულია
კარის გაღების დრო: 11:00
Spotlight X წელს, 14 ივნისს, სასტუმრო „ტელეგრაფში“ ჩატარდება. Spotlight 2013 წლიდან აერთიანებს მარკეტინგის, ბიზნესის, შემოქმედებითი და ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლებს. ადამიანებსა და ბრენდებს, რომლებსაც აინტერესებთ იდეები, ცვლილებები და ის პროცესები, რომლებიც თანამედროვე პროფესიულ გარემოს განსაზღვრავს.
წლების განმავლობაში Spotlight ჩამოყალიბდა სივრცედ, სადაც თავს იყრის გამოცდილება, ინდუსტრიის ხედვები და რეალური ისტორიები წარმატებაზე, მარცხზე, ექსპერიმენტებსა და იმ გზებზე, რომლებიც მუდმივად იცვლება. სტუმრებისთვის კი ეს არის დაუვიწყარი დღე შთაგონებისა და ახალი კავშირებისთვის.
23 სპიკერი 23 გზა. სპიკერების სრული სია ნახეთ აქ:
https://www.marketer.ge/spotlight-x-speakerebi-tsnobilia/
საქართველოს ბანკის ნებისმიერი ტიპის Visa ბარათებით შეძენისას იმოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება.
კორპორაციული შესყიდვებისთვის დაუკავშირდით ელფოსტაზე: [email protected] — მიუთითეთ თქვენი კომპანიის რეკვიზიტები და სასურველი ბილეთების რაოდენობა.
პროგრამა
12:00–15:00 — Spotlight Sessions
15:00–16:00 — Networking Break
16:00–19:00 — Spotlight Sessions
შესვენების განმავლობაში მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა შეხვდნენ სხვა სტუმრებს, გააგრძელონ საინტერესო საუბრები, დაგეგმონ შეხვედრები ან ისარგებლონ Telegraph Hotel-ისა და მიმდებარე სივრცეების შეთავაზებებით.
ღონისძიების მასპინძელია The Telegraph Hotel
Spotlight X-ის წარმდგენია საქართველოს ბანკი
გენერალური პარტნიორი: Betsson
პლატინის სპონსორები: Visa, Tegeta
ოქროს სპონსორები: Smartsoft, თეთრი კვადრატი
პარტნიორები: Aversi, Upgaming, Self.HR, Jacobs, Silknet, BDO Digital, Redbull, საქართველოს უნივერსიტეტი, Silk Rewards, Signall.ge, National Geographic, Render Group, Ton, biletebi.ge
ბილეთები არ ბრუნდება