ღონისძიება - SOLIS — მუსიკა მზის ჩასვლისას | ჩელო
ღონისძიება - SOLIS — მუსიკა მზის ჩასვლისას | ჩელო

SOLIS — მუსიკა მზის ჩასვლისას | ჩელო

აირჩიე ბილეთი
სტანდარტი
80 ₾
ორგანიზატორი: SOLIS
შაბ, 1 აგვ, 18:00
დიდგორი

გეპატიჟებით SOLIS-ის მორიგ მუსიკალურ საღამოზე, რომელიც მზის ჩასვლისას, ბუნების გარემოცვაში გაიმართება. SOLIS არის კამერული მუსიკალური საღამოების სერია, სადაც ცოცხალი მუსიკა, ბუნება და მშვიდი ატმოსფერო განსაკუთრებულ გამოცდილებას ქმნის.


ამ საღამოს მთავარი მუსიკალური ინსტრუმენტი იქნება ჩელო, რომლის თბილი და ღრმა ჟღერადობა განსაკუთრებულად ერწყმის მზის ჩასვლას.
ბილეთის ღირებულებაში შედის: ღვინის დეგუსტაცია Eclipse Winery-ისგან - თითოეული სტუმარი მიიღებს ორ სადეგუსტაციო ვაუჩერს და შეძლებს ორი ღვინის დაგემოვნებას პარტნიორი მეღვინეობის წარმოდგენილი ასორტიმენტიდან.


მსუბუქი წასახემსებლები


პლედები - ყველა სტუმრისთვის უზრუნველყოფილია პლედები კომფორტული დასვენებისთვის.


ფოტოგრაფი - საღამოს საუკეთესო მომენტებს პროფესიონალი ფოტოგრაფი გადაიღებს.


ბუნებაში, მზის ჩასვლის ხედებით შერჩეული ლოკაცია - თბილისთან ახლოს მდებარე ულამაზესი ადგილი პანორამული ხედებით.


ცოცხალი ჩელოს კონცერტი - ნეოკლასიკური, კინომუსიკისა და თანამედროვე ნაწარმოებების სპეციალურად შერჩეული პროგრამა.


16 წლამდე ბავშვები მშობლის ან სრულწლოვანი თანმხლების თანხლებითნ ღონისძიებას უფასოდ ესწრებიან

 

თუ გსურთ ტრანსფერის დაჯავშნა ან საკუთარი ავტომობილით მოსვლის ინსტრუქციის მიღება, ბილეთის შეძენის შემდეგ აუცილებლად დაუკავშირდით ორგანიზატორებს.

 

ღონისძიების ლოკაციის მისაღებად ან ტრანსფერის დასაჯავშნად დაუკავშირდით ორგანიზატორს: +995 555-485-305 (WhatsApp / Phone / Viber / Telegram)


@solis.ge (Instagram)