

SOLO MasterCard World elite ბარათით გადახდისას ისარგებლებთ 20%-იანი ფასდაკლებით.
შემადგენლობა:
• შარლოტ პლანშუ - ვოკალი
• გიგი ცინცაძე – გიტარა
• ირაკლი დოლიძე – კონტრაბასი
• ირაკლი ჭოლაძე – დრამი
მომღერალმა შარლოტ პლანშუმ ფართო აღიარება 2024 წელს მოიპოვა ალბომით „Le Carillon“, რომელმაც შარლ დე კროსის აკადემიისა და ჯაზის აკადემიის ჯილდოები დაიმსახურა.
კლასიკური ვოკალის ტექნიკაზე დაფუძნებული გამორჩეული შესრულების მანერით, შარლოტი თამამად აერთიანებს მუსიკალურ კონტრასტებს, ხოლო მისი სცენური ყოფნა და ენერგია განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ტოვებს.
კლუბ 1984-ში გამართული ამ განსაკუთრებული საღამოსთვის ის ქართველ მუსიკოსებთან ერთად შეასრულებს ჯაზის სტანდარტებს და შექმნის მუსიკალური დიალოგისა და სპონტანური, დაუვიწყარი შეხვედრების სივრცეს.
გაითვალისწინეთ, რომ 22:30 ის შემდეგ რეზერვაცია უქმდება, დაგვიანების შემთხვევაში დაგვიკავშირდით.
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება