

SCREEN SOUNDS: თანამედროვე მუნჯი კინო ექსპერიმენტული მუსიკალური გახმოვანებით
Screen Sounds თანამედროვე მუნჯი კინოს პლატფორმაა.
პროექტი ქმნის საერთო შემოქმედებით სივრცეს, სადაც კინო და მუსიკალური იმპროვიზაცია ერთ მულტიდისციპლინარულ ფორმატში ერთიანდება.
პროგრამა ახალი მუსიკალური ინტერპრეტაციით აცოცხლებს სპეციალურად პლატფორმისთვის შექმნილ მუნჯ ფილმებსა და ანიმაციებს, ასევე უკვე არსებულ ნამუშევრებს.
ყოველი ჩვენება განუმეორებელია: მუსიკა აქვე, დარბაზში, მოწვეული მუსიკოსების ექსპერიმენტული იმპროვიზაციით იქმნება და ფილმს ყოველ ჯერზე ახალ რიტმს, ატმოსფეროსა და ენერგიას სძენს.
პროგრამა
SCHULTZ AND YASHIN SPRING ADVENTURE
რეჟისორები: ნატო ბაგრატიონი,
სოფო კობიძე
MARCH MEETS APRIL
რეჟისორები: ნატო ბაგრატიონი,
სოფო კობიძე
JAVAKHETI
რეჟისორი: ნანუკა კუტიბაშვილი
LIGHTS, HAZE
მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი
რეჟისორი: თათა მანაგაძე
ექსპერიმენტული მუსიკალური გახმოვანება:
VAZHMARR
ანუკა ყიფშიძე
თაზო მეიფარიანი
კარის გაღების დრო: 19:30
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება