

SCREEN SOUNDS: თანამედროვე უხმო კინო ექსპერიმენტული მუსიკალური გახმოვანებით
Screen Sounds თანამედროვე უხმო კინოს პლატფორმაა.
პროექტი ქმნის საერთო შემოქმედებით სივრცეს, სადაც კინო და მუსიკალური იმპროვიზაცია ერთ მულტიდისციპლინარულ ფორმატში ერთიანდება.
პროგრამა ახალი მუსიკალური ინტერპრეტაციით აცოცხლებს სპეციალურად პლატფორმისთვის შექმნილ უხმო ფილმებსა და ანიმაციებს, ასევე უკვე არსებულ ნამუშევრებს.
ყოველი ჩვენება განუმეორებელია: მუსიკა აქვე, დარბაზში, მოწვეული მუსიკოსების ექსპერიმენტული იმპროვიზაციით იქმნება და ფილმს ყოველ ჯერზე ახალ რიტმს, ატმოსფეროსა და ენერგიას სძენს.
პროგრამა
JAVAKHETI
რეჟისორი: ნანუკა კუტიბაშვილი
NATELA
რეჟისორი: გიორგი ქველიძე
KVAVI
მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი
რეჟისორი: სანდრო ქათამაშვილი
COLOPHON
რეჟისორი: ალექსანდრე კობერიძე
ექსპერიმენტული მუსიკალური გახმოვანება:
ნიკა მაჩაიძე
Tete Noise
გიორგი კობერიძე
კარის გაღების დრო: 19:30
ბილეთები არ ბრუნდება