

❗️საზაფხულო სკოლა"კუშეგამე" კვლავ სსიპ აჭარის მუზეუმებში❗️
სსიპ აჭარის მუზეუმის საზაფხულო სკოლა "კუშეგამე" სათავგადასავლო დღეების გასატარებლად 2-6 აგვისტოს იწვევს 7-დან 13 წლამდე მოსწავლეებს
კუ-ლტურის, შე-მეცნების, გა-ნათლებისა და მე-ცნიერების სამყაროში სამოგზაუროდ.
საზაფხულო სკოლა "კუშეგამე" მუზეუმებში, გაგრძელდება ხუთი დღის განმავლობაში, 10 საათიდან 13 საათამდე.
მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა:
მოინახულონ სსიპ აჭარის მუზეუმის გაერთიანებაში მყოფი 5 მუზეუმი;
მიიღონ მონაწილეობა მოკლე შემეცნებით ექსკურსიებში;
ააწყონ ფაზლები;
ამოხსნან კროსვორდები;
დაამზადონ სამკაულები;
მონაწილეობა მიიღონ იმიტირებული არქეოლოგიური გათხრების პროცესში;
ჩაერთონ საზაფხულო სამუზეუმო თამაშებში.
განრიგი მუზეუმებში:
1) აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი
📍 ხ.ახვლედიანის ქ.4
🔹10 აგვისტო, 10:00-13:00
2) აჭარის ხელოვნების მუზეუმი
📍 ზ. გორგილაძის ქ.8
🔹11 აგვისტო, 10:00-13:00
3) ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის მუზეუმი
📍 ალ. გრიბოედობის ქ. 5
🔹12 აგვისტო, 10:00-13:00
4) რელიგიის მუზეუმი
📍თამარ მეფის გამზირი
🔹13 აგვისტო, 10:00-13:00
5) ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმი
📍 თამარის დასახლება, ლესელიძის 3ა
🔹14 აგვისტო, 10:00-13:00
🔹 პროგრამის ბოლოს მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება