

ყველა ბილეთი გაყიდულია
რიკი მარტინი, მილიონების ფავორიტი და ლათინური პოპის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული აიკონი, პირველად წარდგება საქართველოში 16 ივლისს. ის თავის საერთაშორისო ტურნეს ფარგლებში ყველაზე ენერგიულ და შთამბეჭდავ ჰიტებს წარმოგვიდგენს.
ეს გრანდიოზული შოუ მოიცავს არტისტის უდიდეს ჰიტებს. რიკი მარტინმა უკვე დიდი ხანია დაიმკვიდრა ლეგენდის სტატუსი ისეთი სიმღერებით, როგორიცაა “Livin’ la Vida Loca” “Maria” “She Bangs” და “Nobody Wants to Be Lonely.” მისი კარიერა ბავშვობიდან დაიწყო: ცხრა წლის ასაკში რეკლამებში მონაწილეობდა, ხოლო თორმეტი წლისა შეუერთდა ჯგუფ Menudo-ს. 1991 წელს სადებიუტო სოლო ალბომის გამოშვების შემდეგ, მან მსოფლიოში 95 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა, მოიპოვა მრავალი პლატინის სერტიფიკატი და გახდა ორი გრემისა და ხუთი ლათინური გრემის მფლობელი. მისი მუსიკა თავისუფლად გადადის ენერგიულ საცეკვაო ჰიტებსა და ემოციურ რომანტიკულ ბალადებს შორის.
ბოლო პერიოდში რიკი მარტინი გამოვიდა Super Bowl-ის შოუზე Bad Bunny-სა და Lady Gaga-სთან ერთად, ხოლო ამ ზაფხულს მაყურებელს კიდევ უფრო ძლიერი და ენერგიული წარმოდგენა ელოდება, სავსე დაუვიწყარი ლათინური რითმებით. არ გაუშვათ შანსი, ნახოთ მსოფლიო მუსიკის ნამდვილი ლეგენდა ცოცხლად — 16 ივლისს, თბილისში, Rustavi International Motorpark-ზე!
რიკი მარტინის კონცერტზე სპეციალური სტუმრის სტატუსით გამოვა ავსტრალიელი მომღერალი ნატალი იმბრულა.
ნატალიმ საერთაშორისო აღიარება 1997 წელს მოიპოვა თავისი სადებიუტო ალბომით Left Of The Middle. მისი ჰიტი “Torn” ჩარტების სათავეში მოექცა და გახდა ყველაზე ხშირად გაშვებული სიმღერა ავსტრალიის რადიოებში 1990 წლის შემდეგ. თავად ალბომი მსოფლიოში 7 მილიონზე მეტ ეგზემპლარად გაიყიდა.
ხუთი დამატებითი ალბომის გამოშვების შემდეგ, ნატალი ტრიუმფალურად დაბრუნდა მეექვსე სტუდიური ალბომით Firebird (2021), რომელიც ჩარტების ტოპ 10-ში მოხვდა. წელს ის ახალ მუსიკაზე მუშაობს და დიდი მოლოდინით ელოდება მის გაზიარებას თავის ფანებთან.
ბილეთები:
General admission (დასადგომი სივრცე)
Fan zone (დასადგომი სივრცე)
VIP ზონა (ღია დასაჯდომი და დასადგომი სივრცე)
ყურადღება: ბილეთი მოქმედებს მხოლოდ ერთჯერადი შესვლისთვის. მისი სკანირების შემდეგ, იმავე ბილეთით ტერიტორიის დატოვება და ხელახლა შესვლა დაუშვებელია.
ასაკობრივი შეზღუდვა: 12+
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება