

სამართლის აკადემია აცხადებს რეგისტრაციას ტრენინგზე „საკორპორაციო სამართლის პრაქტიკული ასპექტები - განახლებული კურსი“.
ტრენინგს გაუძღვება სოფო მაჭავარიანი - სამართლის დოქტორი საკორპორაციო სამართლის მიმართულებით, GST Legal-ის მმართველი პარტნიორი.
ტრენინგის მიზანია იურისტებს გააცნოს საკორპორაციო სამართლის პრაქტიკული პრობლემების ისეთი გადაჭრის გზები, რომლებიც კანონიდან პირდაპირ არ გამომდინარეობს და არც სასამართლო პრაქტიკაში მოიძიება. მიღებული ცოდნით ადვოკატები შეძლებენ კლიენტების ინტერების დაცვას ყველაზე ეფექტიანი გზებით.
ტრენინგის ძირითადი საკითხებია:
- შეჩერებული სტატუსის მქონე საწარმოების საპროცესოუნარიანობა და 2026 წლის 1 აპრილიდან საქმიანობის შეფერხებისას პრაქტიკაში გამოკვეთილი სხვა გამოწვევები
- კომპანიების საქმიანობაზე AML კანონმდებლობისა და სანქციების გავლენა - რეზიდენტებისა და არარეზიდენტების მაგალითზე
- კომპანიის რეორგანიზაციის პრაქტიკული ასპექტები - გაყოფა, შერწყმა, ფორმის შეცვლა - პრაქტიკული მაგალითების განხილვა
- ფარული დივიდენდი და მისი პრევენციის ღონისძიებები
- უცხოური საწარმოს ფილიალის დაფუძნების წესი და პირობები, არაკომერციული კომპანიისთვის ფილიალის დაარსების ალტერნატივად - რედომიცილების შეთავაზება შეცდომა თუ რეალური ალტერნატივა
- აქციონერთა შეთანხმება და მისი გავლენა ბიზნესსაქმიანობასა და მინორიტარ პარტნიორებზე
- ე.წ ინვესტირების ხელშეკრულების შედგენისას გასათვალისწინებელი პრაქტიკული ასპექტები და მათი გავლენა შედეგზე
- კომპანიის იძულებითი დაშლის პრაქტიკული გამოწვევები
ტრენინგი მოიცავს 8 საათს და ჩატარდება 14 და 15 ნოემბერს, ონლაინ (ZOOM).
⏳ ხანგრძლივობა: 4-4 საათი თითო დღე, ჯამში 8 საათი
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება