ღონისძიება - Polo and Pan - Batumi
ღონისძიება - Polo and Pan - Batumi

Polo and Pan - Batumi

ყველა ბილეთი გაყიდულია

ორგანიზატორი: Mono Hall Batumi
შაბ, 25 ივლ, 22:00
ჩოგბურთის კორტები - ბათუმი

25 ივლისს - ღონისძიების მასშტაბიდან გამომდინარე, Mono Hall Batumi-ისა და Boom Boom Booking Agency-ის ორგანიზებით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და აღიარებული ფრანგული დუო - Polo & Pan – ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე დაუკრავს.



ფრანგულმა დუომ Polo & Pan, 2010-იან წლებში დაიწყო ფორმირება, სადაც შემდგომში უკვე დუოს წევრებმა, პოლ არმან-დელიმ (Polo) და ალექსანდრ გრინშპანმა (Pan), პარიზის კლუბში „Le Baron“-ში გაიცნეს ერთმანეთი. იმ პერიოდში, არტისრტები ამავე კლუბის რეზიდენტები იყვნენ და ხშირად უკრავდნენ ერთად, რის შედეგადაც მათ მალევე დაიწყეს ელექტრონული მუსიკის ერთგული აუდიტორიის შეკრება მათ ირგვლივ, ხოლო ოდნავ მოგვიანებით კი, საფრანგეთის კლუბებისა და ფესტივალების საკონცერტო სცენებზე გადაინაცვლეს. წლების შემდეგ, მუსიკოსობის დახვეწის სურვილით, ისინი კლუბებიდან სტუდიაში გადავიდნენ და შექმნეს Polo & Pan.

 

მათი მუსიკალური ცოდნის სიღრმემ და პიროვნულმა ქიმიამ რეალური წარმატება მოიტანა: 2024 წლის ბოლოსთვის დუეტის ნამუშევრებს, პოპულარულ პლატფორმებზე 2 მილიარდზე მეტი სტრიმი ჰქონდა, ხოლო Spotify-ზე 3.2 მილიონი თვიური მსმენელი. Hamburger Records და Ekler–ის ლეიბლებზე გამოშვებული რამდენიმე EP–ს გარდა, საერთაშორისო აუდიტორიამდე მათი რევოლუციური სინგლები მოხვდა: 2016-ის “Canopée”, 2018-ის “Naña” და 2021-ის “Ani Kuni”. მათი პირველი ორი ალბომი, “Caravelle” და “Cyclorama”, ოქროსა და პლატინის სერთიფიკატებით არიან დაჯილდოებული.

 

Polo & Pan ხშირად მართავს გლობალურ ტურნეებს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ისეთ ფესტივალებზე, როგორიცაა: Coachella, Lollapalooza და Electric Daisy Carnival, ასევე ისეთ მოედნებზე, როგორებიცაა: ლოს-ანჯელესის Hollywood Bowl, დენვერის Red Rocks Amphitheatre და ნიუ-იორკის Avant Gardner–ი და მრავალი სხვა საკლუბო თუ საფესტივალო სცენა ევროპის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის ამერიკის მასშტაბით.

 

„ჩვენ ვისწავლეთ ინსტრუმენტებთან მუშაობა, რათა გავაუმჯობესოთ ჩვენი შემოქმედებითი ოსტატობა“, ამბობენ Polo & Pan. „სტუდია ისე გადავაწყეთ, რომ ყველაფერი დაკავშირებული ყოფილიყო — კომფორტულად დაკვრისა და ჩაწერისთვის — მუსიკოსები ჩანაწერებისთვის ანალოგურ მიკროფონებს და ლენტზე ჩაწერის ტექნიკას იყენებენ, რათა მათი მიზანი იყო რეტრო ჩაწერების გადმოღება: სადაც მუსიკას ხასიათი ჰქონდა და აქცენტი პირადად ჩაწერაზე იყო.“ ვოკალური და მუსიკალური თანამშრომლობის უმეტესობა სტუდიაშია ჩაწერილი, სწრაფი და ნატურალისტური წერილების ხედვით: „სცენარებიდან მაქსიმალურად პირველ ჩანაწერებს ვინახავდით, რადგან ჩვენი ფილოსოფია არ არის იძულება“, აღნიშნავენ Polo & Pan.



მსმენელის წინაშე ასევე წარსდგებიან, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფრანგული მუსიკალური კომპანიის Cercle-ის პროდიუსერი - Phil Tuchmann და ლოკალური ღონისძიებების მუდმივი მონაწილე - Jino Dollini.

 

აკრძალული ნივთები
ღონისძიებაზე კატეგორიულად აკრძალულია შემდეგი ნივთებით შემოსვლა: ცივი იარაღი, ნებისმიერი ტიპის ბასრი და მჭრელი საგნები, პროფესიონალური ფოტო ან ვიდეო აპარატი, ნებისმიერი ტიპის (ალკოჰოლური-უალკოჰოლო) სასმელი, საკვები, აალებადი ნივთები და ცხოველები.

 

ბილეთების შეძენა მხოლოდ ოფიციალური წყაროდან
არ შეიძინოთ ბილეთები მესამე პირისგან, ე.წ. გადამყიდველებისგან. ოფიციალური ონლაინ ბილეთების შეძენა, შესაძლებელია მხოლოდ biletebi.ge-ზე.

ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, ორგანიზატორი არ იღებს პასუხისმგებლობას ბილეთების ვალიდურობასა და შესაძლო გაუგებრობებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებაზე.

 

გთხოვთ დროულად მოხვიდეთ ლოკაციაზე

რათა თავი აარიდოთ რიგში დგომას და შემოსვლასთან დაკავშირებული პროცედურები დროულად გაიაროთ.

 

კარის გახსნა - 22:00 საათზე.

 

23:00-03:00 - JINO DOLLINI


03:00-05:00 - POLO & PAN (Dj Set)


05:00-END - PHIL TUCHMANN

 

 

♀♂ ასაკობრივი შეზღუდვა 18+

 

ღონისძიების ტერიტორიაზე შემოსული სტუმრები, ლოკაციის დატოვების შემთხვევაში, უკან არ დაიშვებიან.

 

წესებსა და აკრძალულ ნივთებს გაეცანით მითითებულ ბმულზე: https://biletebi.ge/static-pages/monohall-terms

 

ლოკაცია: ბათუმის ჩოგბურთის კორტები

 

 

მაგიდების დასაჯავშნად, დაგვიკავშირდით: 595 050 002

 

 

აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება