

13 დეკემბერს თეატრ „ჰარაკში“ „პელარგონია“ საკუთარ შემოქმედებას ახალი ფორმით წარადგენს. ქართული ფოლკლორის ელემენტებით შთაგონებული ალტერნატიული როკი
სპეციალურად შექმნილ აკუსტიკურ არანჟირებებში, სიმებიანი კვარტეტისა და ბექვოკალისტების თანხლებით გაჟღერდება. საღამოს გახსნის ბენდი On the road, რომელიც ქართულ სცენაზე 2019 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ, არაერთ კონცერტსა თუ ფესტივალზე მიიღო მონაწილეობა, როგორც საქართველოში ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთ.
საღამოს მუსიკალურ ნაწილს ვიზუალური ხელოვნებაც შეერწყმება. თეატრის სივრცეში გამოიფინება ქართველი ფერმწერი კესო სიდამონიძის ნამუშევრები, ხოლო სცენის მხატვრული გაფორმება კონცერტის საერთო ვიზუალურ კონცეფციას შეავსებს.
Line-Up
1. On the Road
2. Pelargonia with string quartet
კარის გაღების დრო: 19:00
ხანგრძლივობა: 4სთ
ბილეთები არ ბრუნდება