

საღამოზე მსმენელის წინაშე წარდგებიან თანამედროვე ქართული მუსიკის გამორჩეული შემსრულებლები: დათო შანიძე, რომა რცხილაძე და ლაშა ღლონტი. შესრულდება დათო შანიძისა და რომა რცხილაძის ცნობილი და აქამდე უცნობი საავტორო სიმღერები. კონცერტს ვიდეოარტის ელემენტები გააფორმებს.
კონცერტზე მონაწილეობას მიიღებენ:
ლევან დეისაძე (ბას- გიტარა),
უჩა მეტრეველი (გიტარა),
ზაზა ცერცვაძე (დასარტყამი საკრავები),
ირაკლი მენთეშაშვილი (კლავიში),
ბესო გრძელიშვილი (DJ),
დიტო საკანდელიძე (პერკუსია),
ვანიანო (აკორდეონი, მელოდიკა),
ხვიჩა ხვთისიაშვილი (ხალხური საკრავები)
ვოკალური ტრიო „სამანი“.
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება