

ყველა ბილეთი გაყიდულია
▪️ კარის გახსნა: 01:00
9 ივლისს - Tropicos ბათუმში, ელექტრონული მუსიკის სცენის, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფრანგი პროდიუსერი და ლაივ პერფორმერი - NTO დაუკრავს.
თითქმის 10 წელია, ფრანგული მელოდიური ტექნოს წამყვანი ფიგურა, NTO, მსოფლიოს წამყვან სცენებზე უწყვეტად გამოდის. Tomorrowland, Printworks, Sonar, Dour და მსოფლიოს სხვა, ყველაზე პრესტიჟული კლუბები და ფესტივალები მის ლაივ პერფორმანსს მუდმივად მასპინძლობენ. აღსანიშნავია არტისტის, ერთ-ერთი ბოლო ალბომი - APNEA, რომელსაც 150 მილიონზე მეტ სტრიმს ითვლის ყველა მუსიკალურ პლატფორმაზე. აღნიშნული ალბომი ასევე შეიცავს, NTO-ს ოქროს სინგლს.
მისი განსხვავებული ჟღერადობა , რომელიც ყველასგან გამოირჩევა, შესაძლებლობას აძლევს NTO-ს, ერთობლივი ნამუშევრები შექმნას, ელექტრონული მუსიკის სცენის ყველაზე თვალსაჩინო არტისტებთან და ეს ისე გააკეთოს, რომ შეინარჩუნოს თავისი მუსიკის არსი. Paul Kalkbrenner, Meute, Tricky და Monolink, ეს იმ არტისტების არასრული ჩამონათვალია, ვისთან ერთად შექმნილმა ნამუშევრებმა სრულიად ახალი ენერგია და ჰარმონიული მრავალფეროვნება შემოიტანა, NTO-ს შემოქმედებაში.
♀♂ ასაკობრივი შეზღუდვა 18+
Tropicos Batumi განთავსებულია Mono Hall Batumi-ს ტერიტორიაზე.
გაითვალისწინეთ, რომ ღონისძიების ტერიტორიაზე შემოსული სტუმრები, ლოკაციის დატოვების შემთხვევაში, უკან არ დაიშვებიან.
📱 მაგიდების დასაჯავშნად, დაგვიკავშირდით: +995 597 322 222
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება