

საახალწლო დღეები განსაკუთრებულ გარემოში, საყვარელ არტისტთან ერთად. 3 იანვარს გიწვევთ სადღესასწაულო, თბილ და დაუვიწყარ საღამოზე. ნინო ჩხეიძე ბენდთან ერთად, მსმენელის წინაშე სრულიად განსაკუთრებული, ცოცხალი პროგრამით წარსდგება. გელოდებათ საღამო სავსე ემოციებით, საყვარელი ჰიტებით, გამორჩეული მუსიკალური ენერგიითა და ძველი თუ ახალი სიმღერებით, რომლებმაც მილიონობით მსმენელის გული მოიგო.
კარის გაღების დრო - 18:20
ხანგრძლივობა - 1.5 საათი
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება