ღონისძიება - ნიაზ დიასამიძე 33ა
ღონისძიება - ნიაზ დიასამიძე 33ა

ნიაზ დიასამიძე 33ა

ყველა ბილეთი გაყიდულია

ორგანიზატორი: Mono Hall
შაბ, 7 თებ, 23:00
MonoHall

7 თებერვალს, კიდევ ერთი ზღაპრული საღამო გველოდება - Mono Hall-ში, ქართველი მსმენელისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მუსიკოსისა და ჯგუფის - ნიაზ დიასამიძისა და ჯგუფი 33-ს კონცერტზე. 

 

ნიაზ დიასამიძეს ბევრი სხვადასხვა რამე ერთნაირად კარგად გამოსდის - მუსიკისა და ტექსტის წერის გარდა ხატავს, ღვინოს აყენებს, ხალხურ ინსტრუმენტებს აკეთებს, ავეჯის შეკეთებაც შეუძლია და, კიდევ, ვინ იცის რამდენი რამე.

 

მუსიკაც ეგეთი აქვს - ბევრი სხვადასხვა რამის ცოდნითა და სიყვარულით შექმნილი. შესაძლოა უცნაური შერწყმაა - რეგეის, როკის, ხალხური მუსიკის, ბოშური სიმღერების ნაზავი თბილისურ მუსიკასთან - ამ ტერმინის ძალიან ფართო გაგებით - დუდუკებიდან ოთარ რამიშვილამდე. ზოგჯერ ეს კომპონენტები სულაც ერთ სიმღერაში არის ხოლმე წარმოდგენილი.

 

პროცესში მუდმივმა ძიებამ და შემოქმედებითმა გულწრფელობამ  თავისი როლი ითამაშა ბენდის პოპულარობაში - „33ხომ უკვე კარგა 25 წელზე მეტია, რაც საქართველოს უპირველეს ჯგუფებში მოიაზრება. აქვე ისიც უნდა ვახსენოთ, რომ „33მარტო ნიაზი არ არის. მასთან ერთად არიან ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკოსები, რომელთა გარეშეც ბენდის მუსიკა სულ სხვაგვარი იქნებოდა.

 

 

------

21:00 - კარის გახსნა
23:00 - კონცერტის დასაწყისი

------


♀♂ ასაკობრივი შეზღუდვა 16+
 

 

 

აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება