ღონისძიება - NAZARETH
ღონისძიება - NAZARETH

NAZARETH

გაყიდვა მალე დაიწყება

ორგანიზატორი: Profconcerts
პარ, 9 ოქტ, 19:00
Electroyard

ლეგენდარული შოტლანდიური ჯგუფი Nazareth მსოფლიო ტურნეს ფარგლებში წარსდგება და მსმენელს თავის უახლეს, რიგით 25-ე სტუდიურ ალბომს — „Surviving the Law“ — წარუდგენს.

 

ჯგუფის დამფუძნებლის, პიტ ეგნიუს (Pete Agnew) თქმით, Nazareth-ის 25-ე სტუდიური ალბომი „გარანტირებულად გაგრძნობინებთ ენერგიას და ადგილიდან წამოგახტუნებთ“.

 

ალბომი, მძლავრი სახელწოდებით „Surviving the Law“, ჯგუფის მიერ დაწერილ ცამეტ სიმღერას აერთიანებს. CD  2022 წლის გაზაფხულზე გამოვიდა, რის შემდეგაც Nazareth მის მხარდასაჭერად მსოფლიო ტურნეში გაემგზავრა. ტურნეს ფარგლებში კონცერტები დაგეგმილია ევროპის, ამერიკისა და სხვა ქვეყნების მასშტაბით.

 

1968 წელს ჯგუფის დაარსებიდან დღემდე Nazareth-ის არაერთი ალბომი როკის კლასიკად იქცა. მათი ოქროს პერიოდის ალბომები — „Razamanaz“ (1973), „Loud ’n’ Proud“ (1973), „Rampant“ (1974), „Hair of the Dog“ (1975) და „Close Enough for Rock ’n’ Roll“ (1976) — ჰარდ-როკის ნამდვილი შედევრებია, რომლებმაც 50-ზე მეტი ოქროსა და პლატინის ჯილდო მოიპოვეს.

 

ბალადა „Love Hurts“ დღემდე მსოფლიოს რადიოსადგურების ფლეილისტების ერთ-ერთი ლიდერია. თუმცა Nazareth წარსულის წარმატებებით დაკმაყოფილებას არ აპირებს. მძლავრი კომპოზიცია „Strange Days“ კიდევ ერთხელ ადასტურებს ჯგუფის განცხადებას, რომ მათი უახლესი ალბომი „Nazareth-ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა“.

 

კონცერტზე შესრულდება საუკეთესო სიმღერები ჯგუფის 25 ალბომიდან, ხოლო ძველი ოქროს ჰიტები ლეგენდარული ჯგუფის თაყვანისმცემლებისთვის განსაკუთრებული საჩუქარი იქნება.

 

ჯგუფის შემადგენლობა:

Peter Agnew — ბას-გიტარა
ჯგუფის დამფუძნებელი და წევრი 1968 წლიდან

 

Lee Agnew — დრამი
ჯგუფის წევრი 1999 წლიდან

 

James Murrison — სოლო გიტარა
ჯგუფის წევრი 1994 წლიდან

 

Gianni Pontillo — ვოკალი
ჯგუფის წევრი 2025 წლიდან

 


ბილეთები არ ბრუნდება