

საქართველოს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მე-11 ცერემონია 28 ოქტომბერს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება. პროექტის წარმდგენები არიან საქართველოს ბანკი, ELT ჯგუფი და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
ღონისძიება წარმოადგენს საქართველოს ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის მთავარ ყოველწლიურ მოვლენას, რომელიც აერთიანებს სფეროს წამყვან კომპანიებს, ინდუსტრიის ლიდერებს, საერთაშორისო და ადგილობრივ ბიზნეს პარტნიორებს, დიპლომატიური კორპუსის, საჯარო სექტორის და მედიის წარმომადგენლებს.
საზეიმო ღონისძიებაზე გამარჯვებულები ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის 35 ნომინაციაში გამოვლინდებიან. ნომინაციები მოიცავს ინდუსტრიის ძირითად მიმართულებებს: სასტუმროებს და რესტორნებს, ტურისტულ გამოცდილებებს და სერვისებს, ტექნოლოგიებს და ინოვაციებს, განათლების პროგრამებს და ინდივიდუალურ პროფესიულ მიღწევებს. წელს კონკურსში 190 ნომინანტია წარმოდგენილი.
28 ოქტომბერს შევხვდებით ოპერისა და ბალეტის თეატრში. ერთად გამოვავლინოთ ქართული ტურიზმის საუკეთესო მიღწევები და ადამიანები, რომლებიც ინდუსტრიის განვითარებას ქმნიან.
არ გამოტოვოთ ინდუსტრიის ცენტრალური ღონისძიება.
ღონისძიების დღის წესრიგი
18:00 - სტუმრების მიღება & ნეთვორქინგი
19:00 - დაჯილდოების საზეიმო ღონისძიების პირველი ბლოკი
21:00 - შესვენება & ფურშეტი
21:30 - დაჯილდოების საზეიმო ღონისძიების მეორე ბლოკი
საღამოს მუსიკალურად გააფორმებს კამერული ორკესტრი ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით.
აუდიტორია:
ღონისძიებას დაესწრება 1,000-ზე მეტი სტუმარი, მათ შორის ტურიზმის და სტუმარმასპინძლობის სექტორის წამყვანი კომპანიები, ინდუსტრიის ლიდერები, პროექტის საერთაშორისო და ადგილობრივი ბიზნეს პარტნიორები, დიპლომატიური კორპუსი, საჯარო სექტორის და მედიის წარმომადგენლები.
დრესკოდი: კლასიკური სამოსი/Black Tie