

ყველა ბილეთი გაყიდულია
21 ივლისს ქართული სცენის ლეგენდას, ნანი ბრეგვაძე 90 წელი უსრულდება.
საიუბილეო საღამოსა და კონცერტს შატო მუხრანის კულტურული მემკვიდრეობა უმასპინძლებს - პროექტის წარმდგენის კომპანია კოკა-კოლას მხარდაჭერით. მიღება 20:00 საათიდან დაიწყება. კონცერტამდე სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ შატო მუხრანის ღვინო და დაათვალიერონ სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი ნანი ბრეგვაძის სასცენო სამოსის რეტროსპექტიული გამოფენა.
სცენის დედოფლის სასახლიდან საზეიმო გამობრძანების შემდეგ, საიუბილეო საღამო ამფითეატრში გაგრძელდება.
პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელი და ორიგინალური ვერსიების ავტორი - ნიკოლოზ რაჭველი
მონაწილეობენ:
ეკა მამალაძე & ნატალია ქუთათელაძე
Kordz
STEPHANE
გიორგი ცაგარელი
გიორგი გიგაშვილი
ბექა გოჩიაშვილი
ლაშა დეისაძე
ნიკალა ზუბიაშვილი
მარინა ბერიძე - მუსიკალური პროგრამის კონცეფციის ავტორი და პროდიუსერი
თეო ჯორბენაძე - სცენარისტი & კრეატიული პროდიუსერი
ვანო ჭელიძე & გოგიკო საყვარელიძე - სცენოგრაფია
ნინო ნახუცრიშვილი - პროექტის მენეჯერი
მარკეტერი - თეონა ტაბატაძე
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება