

SOLO MasterCard World elite ბარათით გადახდისას ისარგებლებთ 20%-იანი ფასდაკლებით.
შემსრულებლები:
• დათო ქარჩავა – გიტარა & ვოკალი
• ლევან ჯაფარიძე – ბასი & ვოკალი
• გიორგი კობახიძე – გიტარა & ვოკალი
• დავით ლომიძე – დრამი
The Beatles — ლეგენდარული ბრიტანული როკ-ჯგუფი, რომელიც 1960 წელს ლივერპულში ჩამოყალიბდა. ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ John Lennon, Paul McCartney, George Harrison და Ringo Starr.
The Beatles-მა მუსიკის ისტორიაში უდიდესი კვალი დატოვა და მათი შემოქმედება დღემდე მილიონობით მსმენელს აერთიანებს. ჯგუფის ცნობილ ჰიტებს შორისაა “Yesterday”, “Hey Jude”, “Let It Be”, “Come Together”, “Here Comes the Sun” და მრავალი სხვა.
1960-იან წლებში მათ შექმნეს ახალი მუსიკალური ეპოქა, გავლენა მოახდინეს როკის განვითარებაზე და მსოფლიოს მასშტაბით კულტურულ ფენომენად იქცნენ. ჯგუფმა ოფიციალურად არსებობა 1970 წელს დაასრულა, თუმცა მათი მუსიკა დღემდე ცოცხლობს.
The Beatles Tribute — არის მუსიკალური მოგზაურობა The Beatles-ის ყველაზე ცნობილი და საყვარელი კომპოზიციების სამყაროში.
გაითვალისწინეთ, რომ 22:30 ის შემდეგ რეზერვაცია უქმდება, დაგვიანების შემთხვევაში დაგვიკავშირდით.
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება