

26 ნოემბერს Paper Box - ში ჩატარდება საქველმოქმედო კონცერტი ფონიჭალის ტრაგედიის შედეგად დაზარალებული ადამიანებისთვის !
19 ნოემბერს ფონიჭალაში გაზის გამათბობლის აფეთქების შედეგად ჩამოინგრა კორპუსი და დაიღუპა 6 ადამიანი , მათ შორის იყვნენ მცირეწლოვანი ბავშვები.
ტრაგედიის შედეგად დაზარალებულმა ადამიანებმა დაკარგეს საცხოვრებელი და ყველაფერი რაც საცხოვრებელ ბინებში იყო.
ბილეთებიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება წითელი ჯვრის ფონდში , რომელიც შექმნილია ტრაგედიის შედეგად დაზარალაბეული ხალხისთვის.
18+ (-18 პირები დაიშვებიან +18 პირებთან ერთად)
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება