

2026 წლის 28 ნოემბერს ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი წარმოგიდგენთ საქართველოს უნივერსიტეტის მუსიკალური აკადემიის სტიპენდიატების კონცერტს. მათ თანხლებას გაუწევს თბილისის სიმფონიური ორკესტრი მაესტრო რევაზ ჯავახიშვილის დირიჟორობით. პატარა ვირტუოზები ცოტნე გოგოლაშვილი, უტა ბაჩილავა, მარიამ გორგაძე, კესო თუთბერიძე, ნინო სანოძე, გიორგი მჟავანაძე, ანა პაიჭაძე შეასრულებენ ვ.ა.მოცარტის, ლ.ვ. ბეთჰოვენის, პ.სარასატეს, ე.გრიგისა და ფ.ლისტის ნაწარმოებებს.
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება