

18 და 19 აგვისტოს, მურო გაგოშიძე და მისი დასი, სეზონის ბოლო წარმოდგენას ბათუმის მაყურებლის წინაშე გამართავს
მაყურებელს შესაძლებლობა ექნება იხილოს განახლებული ქორეოგრაფია, რომელშიც ხალხური და თანამედროვე ხელოვნების სინთეზი ქმნის ახლებურ სასცენო ენას.
თქვენ იხილავთ ქართული ხალხური ცეკვის ტრადიციული მოტივების, ქართული თანამედროვე ცეკვის ინოვაციური ელემენტებისა და თანამედროვე ბალეტის შერწყმას.
წარმოდგენა მუსიკალურად გაფორმებულია ნიაზ დიასამიძის, ჯგუფი რეგიონის, ჩვენებურები და ლელა ნაყეურის, ირაკლი მენაღარიშვილის და მურო გაგოშიძის კომპოზიციებით.
სამხატვრო ხელმძღვანელი: მურო გაგოშიძე
მუსიკალური გაფორმება: ირაკლი მენაღარიშვილი
განათების მხატვარი: გოჩა გიორგაძე
კოსტიუმების მხატვარი: "ფაფანაკი"
მონაწილეობენ: მურო გაგოშიძე, ლევან ჯილანძე, თემო მირზაევი, ზუკა ჯოხტაბერიძე, ნინი კაველიძე, ანანო დარბაისელი, ნატა მაქაძე, ლიზა მაქაძე, ნატალი თვალიაშვილი, ნინი ცერცვაძე, ალექსანდრა ტერესჩენკო, მალიკა ნუგაევა, მარიამ ალავიძე, მაია მამსირაშვილი, ანა გუგბერიძე, თეკლა ღუბიანური, დადუნა იაშვილი.
ხანგრძლივობა: 80 წუთი
დასაწყისი: 20:00
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება