ღონისძიება - ზაფხულის ღამის ჯაზი 2026 - 19 ივნისი
ღონისძიება - ზაფხულის ღამის ჯაზი 2026 - 19 ივნისი

ზაფხულის ღამის ჯაზი 2026 - 19 ივნისი

ყველა ბილეთი გაყიდულია

ორგანიზატორი: ZMG ART
პარ, 19 ივნ, 19:00
არტოს ბაღი

3 დღიან ფესტივალში, რომელიც უკვე მეშვიდე წელია ტარდება თბილისის ისტორიულ „არტოს ბაღში“, ყოველ წელს მონაწილეობას იღებენ როგორც დამწყები, ასევე საქართველოსა და მსოფლიოში აღიარებული ქართველი მუსიკოსები. წელს მსმენელის წინაშე წარსდგება 120-მდე მუსიკოსი.

 

ფესტივალის მსვლელობისას გაიმართება მხატვართა ნამუშევრების, ხელნაკეთი აქსესუარების და რარიტეტული ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

 

ფესტივალის ორგანიზატორია  მუსიკოსთა კავშირი ZMG-ART 

მისამართი: აღმაშენებლის გამზირი 103, არტოს ბაღი

ფესტივალი ხორციელდება თბილისის მერიის, კულტურის კულტურის სამინისტროს და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით.

ფესტივალის პარტნიორია სადაზღვევო კომპანია არდი.

 


ფესტივალის პროგრამა:

 

  1. მარი კოკელაძის კვარტეტი
  2. ქრისტინე ჯაფარიძის კვინტეტი
  3. ოთარ მაღრაძის ტრიო
  4. ვანიანო, ერიკ ჯანიკიანი, გიორგი სამსონაძე, ჯორჯ მელი. სპეციალური მოწვევით ელენა ბევზ
  5. Sopio & Carlo Morena Band
  6. მაია ბარათაშვილი და ბიჭები 
  7. რომა რცხილაძე და ბენდი სპილო

 

კარის გაღების დრო: 18:00 საათი

ღონისძიების დასაწყისი: 19:00 საათი

 

აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება