ღონისძიება - MGZAVREBI – Mono Hall Batumi
ღონისძიება - MGZAVREBI – Mono Hall Batumi

MGZAVREBI – Mono Hall Batumi

აირჩიე ბილეთი
Regular
60 ₾
ორგანიზატორი: Mono Hall Batumi
შაბ, 1 აგვ, 23:30
Mono Hall Batumi

1 აგვისტოს - კიდევ ერთი ზღაპრული შეხვედრისთვის მოემზადე. ყველასათვის საყვარელი ჯგუფი "მგზავრები" - Mono Hall ბათუმში, კიდევ ერთხელ იმღერებს თქვენთვის.

 

ჯგუფი "მგზავრები" 2006 წელს ჩამოყალიბდა და არსებობის მანძილზე ბევრი ტრანსფორმაცია განიცადა შემადგენლობის თვალსაზრისით, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ "მგზავრები" მსმენელის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ჯგუფი გამხდარიყო. "მგზავრები"- მუსიკა მოიცავს როგორც ფოლკლორულ, ასევე კლასიკური მუსიკის ელემენტებს და მასში აგრეთვე ჭარბად არის იმპროვიზაციის ელემენტები. ჯგუფს არსებობის მანძილზე ჩატარებული აქვს რამდენიმე ათეული სოლო კონცერტი, ჩაწერილი აქვს რამდენიმე სტუდიური ალბომი და გადაღებული აქვს არაერთი მუსიკალური ვიდეოც. ჯგუფი "მგზავრები" დღემდე აქტიურად განაგრძობს კონცერტების გამართვას როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

 

------

21:00 - კარის გახსნა
23:30 - MGZAVREBI  (კონცერტის დასაწყისი)

------

 

📱 მაგიდების დასაჯავშნად, დაგვიკავშირდით: +995 597 322 222

 

♀♂ ასაკობრივი შეზღუდვა 16+ (არასრულწლოვნები დაიშვებიან, მხოლოდ მშობლის ან სრულწლოვანი პასუხისმგებელი პირის თანხლებით)

 

გაითვალისწინეთ, რომ ღონისძიების ტერიტორიაზე შემოსული სტუმრები, ლოკაციის დატოვების შემთხვევაში, უკან არ დაიშვებიან.
 

 

 

აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება