

SOLO Mastercard World elite ბარათით გადახდისას ისარგებლებთ 20%-იანი ფასდაკლებით.
🎷 მარატ ჰაკობიანი - საქსოფონი, EWI
🎹 ლუკა თოფურია - კლავიში
🎤 მიშ ამირიანი - ვოკალი
🎸 არეგ ორდიანი - გიტარა
🎸 ედგარ ავეტისიანი - ბასი
🥁 დანიელ ადიკაშვილი - დრამი
"Funkabout" სომხური მუსიკალური პროექტია, რომელიც 2009 წელს დაარსდა. მათი მუსიკა ჯაზის, ფანკის, სოულის, ბლუზისა და ფიუჟენის გამორჩეული ნაზავია. 2012 წელს ჯგუფმა Avid-ისა და Abbey Road Studios-ის საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა კომპოზიციით „Triangle“. ენერგიული შესრულებითა და უნიკალური მუსიკალური სტილით გამორჩეული Funkabout დღემდე აქტიურად ქმნის და ასრულებს ახალ მუსიკას.
----
🎷 დავით მელქონიანი - საქსოფონი
🎹 არმან პეშტმალიან - კლავიში
🎺 დანიელ მელქონიანი - საყვირი
🎸 არეგ ორდიანი - გიტარა
🎸 ედგარ ავეტისიანი - ბასი
🥁 ირაკლი ჭოლაძე - დრამი
დავით მელქონიანი - საქსოფონი
დავით მელქონიანი სომეხი საქსოფონისტი, კომპოზიტორი და არანჟირების ავტორია, ასევე სომხეთის სახელმწიფო ჯაზორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ის ცნობილია თანამედროვე ჯაზისა და სომხური მუსიკალური ტრადიციების შერწყმით. მონაწილეობა მიუღია საერთაშორისო კონცერტებსა და ფესტივალებში და თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან ტიგრან ჰამაზიანი, არტურო სანდოვალი, რენდი ბრეკერი და დი დი ბრიჯუოტერი. მისი შემოქმედება მოიცავს ორიგინალურ კომპოზიციებს, ინოვაციურ არანჟირებებს და ჯაზის მეშვეობით სომხური მუსიკის პოპულარიზაციას.
გაითვალისწინეთ, რომ 22:30 ის შემდეგ რეზერვაცია უქმდება, დაგვიანების შემთხვევაში დაგვიკავშირდით.
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება