

26 დეკემბერს-თბილისის ძველ სპორტის სასახლეში SPARKS წარმოგიდგენთ მსოფლიო დონის იტალიელ ვარსკვლავს,ბანდონეონისტს მარიო სტეფანო პიეტროდარკის უნიკალურ საღამოს. მუსიკოსი ამ დღეს თავის დაბადების დღეს თბილისში, ქართველ მუსიკოსებთან ერთად აღნიშნავს. მარიო სტეფანო პიეტროდარკის აკომპანიმენტს გაუწევს სიმებიანი კვინტეტი,ლელა მჭედლიძის ხელმძღვანელობით.
სპეციალური მოწვევით, კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: გიორგი ცაგარელი, დათუნა ალადაშვილი,თამარ ლიჩელი და სხვები.
მარიო სტეფანო პიეტროდარკი, 2009 წლის 25 მაისს უკრავდა კოლოსეოში (რომი) M° ანდრეა ბოჩელის, ანგელა გეორგიუს, ანდრეა გრიმინელისა და აბრუცოს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. 2010 წლის 25 დეკემბერს, მან შეასრულა Giovanile Italiana-ს ორკესტრთან ერთად Concerto per la Vita e per la Pace (კონცერტი სიცოცხლისა და მშვიდობისთვის), რომელიც მთელ მსოფლიოში მაუწყებლობდა RAI-ს მიერ. ერვინ შროტთან და ანა ნეტრებკოსთან ერთად ის 2012 წელს წარსდგა გერმანიის,
ინგლისისა და დანიის ყველაზე მნიშვნელოვან ქალაქებში. იმავე წელს მან ჩაწერა DVD ,,Live in Portofino'' სტუმრად ანდრეა ბოჩელისთან ერთად.
2018 წელს ჩაწერა ,,ტანგოს სეზონები'' Sony Records-ისთვის, ანდრეს გაბეტასთან ერთად, რომელიც ხელმძღვანელობს ფანტასტიკურ ბაროკოს ანსამბლ Cappella Gabetta-ს.
იტალიაში ხშირად გამოსვლის გარდა, ის კონცერტებს ატარებს ინგლისში, საფრანგეთში, ბელგიაში, დანიაში, ხორვატიაში, სერბეთში, გერმანიაში, აშშ-ში, პოლონეთში, პორტუგალიაში, ფინეთში, შვეიცარიაში, უნგრეთში, კანადაში, სომხეთში, ისრაელში, ბოსნია ჰერცეგოვინაში, ბულგარეთში, თურქეთში, უკრაინაში, ურუგვაიში, ყაზახეთსა და ჩინეთში.
------
18:00 - კარის გახსნა
20:00 - კონცერტის დასაწყისი
------
ასაკობრივი შეზღუდვა 6+ (ბილეთის შეძენა აუცილებელია, ნებისმიერი ასაკის სტუმრისთვის. არასრულწლოვნები დაიშვებიან, მხოლოდ სრულწლოვანი პასუხისმგებელი პირის თანხლებით)
ღონისძიების დატოვების შემთხვევაში, სტუმრები უკან აღარ დაიშვებიან.
მისამართი: ძველი სპორტის სასახლე | თბილისი - 26 მაისის მოედანი N1
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება