

საბალეტო კამერული დასი 28 და 29 დეკემბერს წარმოგიდგენთ პეტრე ჩაიკოვსკის ბალეტ “მაკნატუნას”, ერნსტ თეოდორ ჰოფმანის ზღაპრის მიხედვით, გრიბოედოვის თეატრში.
"მაკნატუნა" - ჰოფმანის ჯადოსნური ზღაპარია, რომელიც ერთნაირად შეუყვარდათ დიდებსაც და პატარებსაც.
ზღაპარი მოგვითხრობს მამაც გოგონა კლარაზე, მოჯადოებულ პრინც მაკნატუნასა და ბოროტი თაგვების მეფის შესახებ. ასევე - სიკეთისა და ბოროტების ბრძოლაზე და ლამაზი გრძნობების გამარჯვების შესახებ. მაყურებლებ ელით ბალეტის საოცარი ზეიმი, სადაც ყველა მელოდია ყველასთვის ნაცნობია და საყვარელი.
მარიამ უგრეხელიძის კამერული ბალეტის მიერ დადგმული ბალეტი „მაკნატუნა“ არის საოცარი, იდუმალი, კეთილი ზღაპარი, ჯადოსნური სიუჟეტით, ლამაზი კოსტიუმებით და სცენების კაშკაშა კალეიდოსკოპით. დაუვიწყარი საღამო გელით!
საბალეტო კამერული დასის სამხატვრო ხელმძღვანელი და დამდგმელი ქორეოგრაფი მარიამ უგრეხელიძე.
საღამოს ორგანიზატორი და კოსტიუმების მხატვარი : მადონა ნიორაძე
მონაწილეები:
კლარა შტალბაუმი - ქეთევან კობახიძე
მაკნატუნა / პრინცი - გიორგი სანიკიძე
ლედი შტალბაუმი - მარიამ უგრეხელიძე
ბენჟამინ შტალბაუმი - ნიკოლოზ გუმბერიძე
ფრიც შტალბაუმი - ბეატრისა ჯაკობია
ლუიზა შტალბაუმი - მარიამ გოგოძე
დროსელმეიერი, (კლარას ნათლია) / თაგვების მეფე - რუსლან სატაროვი
ზაფხულის ფერია - ალისა ნიშანოვა
კამერული დასის მსახიობები
მ.უგრეხელიძის საბალეტო სკოლის აღსაზრდელები.
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება