ღონისძიება - Mahmut Orhan - Batumi
ღონისძიება - Mahmut Orhan - Batumi

Mahmut Orhan - Batumi

ყველა ბილეთი გაყიდულია

ორგანიზატორი: Mono Hall Batumi
კვი, 19 ივლ, 21:00
ჩოგბურთის კორტები - ბათუმი

19 ივლისს - ღონისძიების მასშტაბიდან გამომდინარე, Mono Hall Batumi-ისა და Boom Boom Booking Agency-ის ორგანიზებით, თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული და პოპულარული თურქი არტისტი - Mahmut Orhan – ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე დაუკრავს.

 

Mahmut Orhan - ამერიკაში მცხოვრები თურქი დიჯეია და ის მუსიკით, 15 წლის ასაკში დაინტერესდა, როცა მისი მშობლიური ქალაქ ბურსადან, სტამბულში გადავიდა ღამის კლუბში სამუშაოდ. 2016 წელს კი, არტისმა კონტრაქტი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მუსიკალურ ლეიბლთან - Ultra Records გააფორმა, საიდანაც საფუძველი ჩაეყარა Orhan-ის საერთაშორისო მასშტაბის წარმატებას. თუმცა, არტისტის პირველი აღიარება, მისი ინსტრუმენტალური ნამუშევრით - "Age of Emotions" დაიწყო.

 

Mahmut Orhan-ის ყველაზე წარმატებული ნამუშევრებია: "Feel", "Six Days", "Game of Thrones Remix", “Everybody Knows (Mahmut Orhan Remix)”, რომლებმაც მისი უსაზღვრო პოპულარობა და ელექტრონული მუსიკის საერთაშორისო სცენაზე, ღირსეული ადგილის დაკავება განაპირობა. მის შემოქმედებაში, მელოდიური ტექნოს და ჰაუს მუსიკის გამორჩეული და საინტერესო გრადაციების წყალობით, Mahmut Orhan ცხადია მალევე მოექცა უდიდესი ყურადღების ქვეშ, რის შედეგადაც მისი პერფორმანსის მოსმენა, მსოფლიოს ყველაზე დიდ სცენებზეა შესაძლებელი, მათ შორის: Exit Festival, Untold, Extrema Outdoor, Sea Dance და სხვები.

 

LineUp:

22:00 - კარის გახსნა
22:00 - 01:00 - Jibu
01:00 - 03:00 - Jino Dollini
03:00-06:00 - Mahmud Orhan

 

ასაკობრივი შეზღუდვა 18+


ლოკაცია: ბათუმის ჩოგბურთის კორტები

 

  • აკრძალული ნივთები - ღონისძიებაზე კატეგორიულად აკრძალულია შემდეგი ნივთებით შემოსვლა: ცივი იარაღი, ნებისმიერი ტიპის ბასრი და მჭრელი საგნები, პროფესიონალური ფოტო ან ვიდეო აპარატი, ნებისმიერი ტიპის (ალკოჰოლური-უალკოჰოლო) სასმელი, საკვები, აალებადი ნივთები და ცხოველები.

 

  • ბილეთების შეძენა - მხოლოდ ოფიციალური წყაროდან, არ შეიძინოთ ბილეთები მესამე პირისგან, ე.წ. გადამყიდველებისგან. ოფიციალური ონლაინ ბილეთების შეძენა, შესაძლებელია მხოლოდ biletebi.ge-ზე.

 

  • ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, ორგანიზატორი არ იღებს პასუხისმგებლობას ბილეთების ვალიდურობასა და შესაძლო გაუგებრობებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებაზე.

     
  • ღონისძიების დატოვების შემთხვევაში, სტუმრები უკან აღარ დაიშვებიან.

 

 

აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება