ღონისძიება - ლელა წურწუმია & ჩვენი ბენდი – Mono Hall Batumi
ღონისძიება - ლელა წურწუმია & ჩვენი ბენდი – Mono Hall Batumi

ლელა წურწუმია & ჩვენი ბენდი – Mono Hall Batumi

ყველა ბილეთი გაყიდულია

ორგანიზატორი: Mono Hall Batumi
12 - 18 აგვ
Mono Hall Batumi

18 აგვისტოს - არ გამოტოვო, კიდევ ერთი დაუვიწყარი საღამო და შემოგვიერთდი, ლელა წურწუმია დაჩვენი ბენდი“-ს სოლო კონცერტზე - Mono Hall ბათუმში. სპეციალური მოწვევით: მაკა ზამბახიძე, კოსტა სანიკიძე და ტრიო „სამანი“.
 

 

ლელა წურწუმია ქართული პოპ-მუსიკის სცენის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელია და ის ქართველი მსმენელისთვის, ყველა დროის საყვარელი მომღერალია. მუსიკოსის ადრეულ 90-იანებში დაწყებული შთამბეჭდავი კარიერა, ყველასთვის დასამახსოვრებელ და გამორჩეულ კონცერტებთან ასოცირდება. ლელას ცოცხალი შესრულება ყოველთვის გამოირჩევა მისი არტისტიზმითა და უნიკალური ვოკალური შესაძლებლობებით, ხოლო მისი სიმღერები დღემდე არ კარგავს აქტუალურობას ყველა თაობის მსმენელში.

 

------

21:00 – კარის გახსნა
21:30 – Dicho (DJ)
23:30 – კონცერტის დასაწყისი

------

 

მაგიდების დასაჯავშნად, დაგვიკავშირდით: +995 597 322 222

 

♀♂ ასაკობრივი შეზღუდვა 16+ (არასრულწლოვნები დაიშვებიან, მხოლოდ მშობლის ან სრულწლოვანი პასუხისმგებელი პირის თანხლებით)

 

გაითვალისწინეთ, რომ ღონისძიების ტერიტორიაზე შემოსული სტუმრები, ლოკაციის დატოვების შემთხვევაში, უკან არ დაიშვებიან.

 

აკრძალული ნივთები

ღონისძიებაზე კატეგორიულად აკრძალულია შემდეგი ნივთებით შემოსვლა: ცივი იარაღი, ნებისმიერი ტიპის ბასრი და მჭრელი საგნები, პროფესიონალური ფოტო ან ვიდეო აპარატი, ნებისმიერი ტიპის (ალკოჰოლური-უალკოჰოლო) სასმელი, საკვები, აალებადი ნივთები და ცხოველები.

 

აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება