ღონისძიება - ლელა წურწუმია & ჩვენი ბენდი – Mono Hall Batumi - სეზონის დახურვა
ღონისძიება - ლელა წურწუმია & ჩვენი ბენდი – Mono Hall Batumi - სეზონის დახურვა

ლელა წურწუმია & ჩვენი ბენდი – Mono Hall Batumi - სეზონის დახურვა

აირჩიე ბილეთი
Regular
60 ₾
ორგანიზატორი: Mono Hall Batumi
კვი, 30 აგვ, 23:30
Mono Hall Batumi

30 აგვისტოს - ზაფხულის სეზონის ბოლო ღონისძიებაა, რის შემდგომაც დაგემშვიდობებით მომავალ წლამდე.

 

შემოგვიერთდი, კიდევ ერთი დაუვიწყარი საღამო გავატაროთ ერთად, ყველა თაობისთვის საყვარელი მომღერლის - ლელა წურწუმია დაჩვენი ბენდი“-ს სოლო კონცერტზე - Mono Hall ბათუმში. სპეციალური სტუმარი: მაკა ზამბახიძე და კოსტა სანიკიძე.

 

ლელა წურწუმია ქართული პოპ-მუსიკის სცენის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელია და ის ქართველი მსმენელისთვის, ყველა დროის საყვარელი მომღერალია. მუსიკოსის ადრეულ 90-იანებში დაწყებული შთამბეჭდავი კარიერა, ყველასთვის დასამახსოვრებელ და გამორჩეულ კონცერტებთან ასოცირდება. ლელას ცოცხალი შესრულება ყოველთვის გამოირჩევა მისი არტისტიზმითა და უნიკალური ვოკალური შესაძლებლობებით, ხოლო მისი სიმღერები დღემდე არ კარგავს აქტუალურობას ყველა თაობის მსმენელში.

 

------

21:00 - კარის გახსნა
21:30 – Dicho (Dj)
23:30 - კონცერტის დასაწყისი

------

 

მაგიდების დასაჯავშნად, დაგვიკავშირდით: +995 597 322 222

 

♀♂ ასაკობრივი შეზღუდვა 16+ (არასრულწლოვნები დაიშვებიან, მხოლოდ მშობლის ან სრულწლოვანი პასუხისმგებელი პირის თანხლებით)

 

გაითვალისწინეთ, რომ ღონისძიების ტერიტორიაზე შემოსული სტუმრები, ლოკაციის დატოვების შემთხვევაში, უკან არ დაიშვებიან.

 

 

აკრძალული ნივთები

ღონისძიებაზე კატეგორიულად აკრძალულია შემდეგი ნივთებით შემოსვლა: ცივი იარაღი, ნებისმიერი ტიპის ბასრი და მჭრელი საგნები, პროფესიონალური ფოტო ან ვიდეო აპარატი, ნებისმიერი ტიპის (ალკოჰოლური-უალკოჰოლო) სასმელი, საკვები, აალებადი ნივთები და ცხოველები.

 

 

აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება