

6 ნოემბერს, საქართველოს კინოაკადემიის მთავარ დარბაზში - SPARKS წარმოგიდგენთ, ყველა თაობისთვის საყვარელი მომღერლის - ლელა წურწუმია და „ჩვენი ბენდი“-ს სოლო კონცერტს. სპეციალური მოწვევით: კოსტა სანიკიძე და ტრიო „სამანი“. საღამოს გახსნის, დიჯეი DICHO.
ლელა წურწუმია ქართული პოპ-მუსიკის სცენის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელია და ის ქართველი მსმენელისთვის, ყველა დროის საყვარელი მომღერალია. მუსიკოსის ადრეულ 90-იანებში დაწყებული შთამბეჭდავი კარიერა, ყველასთვის დასამახსოვრებელ და გამორჩეულ კონცერტებთან ასოცირდება. ლელას ცოცხალი შესრულება ყოველთვის გამოირჩევა მისი არტისტიზმითა და უნიკალური ვოკალური შესაძლებლობებით, ხოლო მისი სიმღერები დღემდე არ კარგავს აქტუალურობას ყველა თაობის მსმენელში.
------
21:00 - კარის გახსნა
21:30 – Dicho (Dj)
23:59 - კონცერტის დასაწყისი
------
ასაკობრივი შეზღუდვა 16+ (არასრულწლოვნები დაიშვებიან, მხოლოდ სრულწლოვანი პასუხისმგებელი პირის თანხლებით)
მაგიდების დასაჯავშნად, დაგვიკავშირდით: 595 050 002
მისამართი: საქართველოს კინოაკადემია | თბილისი - ძმები კაკაბაძეების ქ. N2
ღონისძიების დატოვების შემთხვევაში, სტუმრები უკან აღარ დაიშვებიან.
ბილეთები არ ბრუნდება