

ბედობა და განსაკუთრებული ატმოსფერო - 2 იანვარს, საქართველოს კინოაკადემიის მთავარ დარბაზში - შეხვდი ბედობას, ლელა წურწუმია და „ჩვენი ბენდი“-ს სოლო კონცერტზე. სპეციალური მოწვევით: კოსტა სანიკიძე, ტრიო „სამანი“ და დუეტი ჯორჯია. საღამოს გახსნის, დიჯეი DICHO.
ლელა წურწუმია ქართული პოპ-მუსიკის სცენის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელია და ის ქართველი მსმენელისთვის, ყველა დროის საყვარელი მომღერალია. მუსიკოსის ადრეულ 90-იანებში დაწყებული შთამბეჭდავი კარიერა, ყველასთვის დასამახსოვრებელ და გამორჩეულ კონცერტებთან ასოცირდება. ლელას ცოცხალი შესრულება ყოველთვის გამოირჩევა მისი არტისტიზმითა და უნიკალური ვოკალური შესაძლებლობებით, ხოლო მისი სიმღერები დღემდე არ კარგავს აქტუალურობას ყველა თაობის მსმენელში.
------
21:00 - კარის გახსნა
------
ასაკობრივი შეზღუდვა 16+ (არასრულწლოვნები დაიშვებიან, მხოლოდ სრულწლოვანი პასუხისმგებელი პირის თანხლებით)
მაგიდების დასაჯავშნად, დაგვიკავშირდით: 595 050 002
მისამართი: საქართველოს კინოაკადემია | თბილისი - ძმები კაკაბაძეების ქ. N2
ღონისძიების დატოვების შემთხვევაში, სტუმრები უკან აღარ დაიშვებიან
ბილეთები არ ბრუნდება