

2 აგვისტოს - Mono Hall ბათუმში - 90-იანების მუსიკის ეპოქაში ვიმოგზაურებთ, სადაც პოპულარული გერმანული პოპ-ტრიოს, Mr. President-ის ყოფილი ფრონტმენის - LayZee-ის კონცერტი გაიმართება.
ლეიზი (LayZee), დაბადებით დელროი რენალსი, არის ბრიტანელი შემსრულებელი და სიმღერების ავტორი, რომელიც მსოფლიომ გაიცნო, როგორც საკულტო გერმანული პოპ-ტრიოს, Mr. President-ის მთავარი ვოკალისტი და ფრონტმენი. 1990-იან წლებში ჯგუფთან ერთად მან ევროდენსის ჟანრში უპრეცედენტო წარმატებას მიაღწია — მისი ძლიერი და დინამიური ვოკალი გახდა ჯგუფის სავიზიტო ბარათი ისეთ მსოფლიო ჰიტებში, როგორიცაა „Coco Jamboo“, „Up'n Away“ და „Jojo Action“.
2000-იანი წლების დასაწყისიდან ლეიზიმ სოლო კარიერა დაიწყო, სადაც მან მუსიკალური მრავალფეროვნება და ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილება დაამტკიცა. მუსიკალური მოღვაწეობის პარალელურად, არტისტი აქტიურად არის ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაში და მუშაობს ორგანიზაციებთან, რომლებიც სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარებაზე ზრუნავენ. 2023 წელს ლეიზიმ გააერთიანა ძალები ცნობილ უნგრელ მომღერალ ელზა დანისთან, რამაც მის ცოცხალ შოუებს ახალი ენერგია შესძინა. დღეს, ახალი რელიზებითა და დაუვიწყარი გამოსვლებით, ლეიზი კვლავ რჩება პოპ-მუსიკის სამყაროს გავლენიან ფიგურად, რომელიც აგრძელებს ევროდენსის ჟანრის ისტორიის წერას.
------
21:00 - კარის გახსნა
23:30 - LayZee Fka Mr. President (კონცერტის დასაწყისი)
------
📱 მაგიდების დასაჯავშნად, დაგვიკავშირდით: +995 597 322 222
♀♂ ასაკობრივი შეზღუდვა 16+ (არასრულწლოვნები დაიშვებიან, მხოლოდ მშობლის ან სრულწლოვანი პასუხისმგებელი პირის თანხლებით)
გაითვალისწინეთ, რომ ღონისძიების ტერიტორიაზე შემოსული სტუმრები, ლოკაციის დატოვების შემთხვევაში, უკან არ დაიშვებიან.
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება