

გრიბოედოვის თეატრის სცენაზე, ქართული კინოსა და მუსიკის მოყვარულებს დაუვიწყარი საღამო ელოდებათ. კონცერტზე შესრულდება საყვარელი და პოპულარული მელოდიები ლეგენდარული ქართული კინოფილმებიდან. მაყურებლის წინაშე წარდგებიან ცნობილი არტისტები და მსახიობები: თემურ თათარაშვილი, ნუკრი კაპანაძე, ანი კეკუა, ხვიჩა მაღლაკელიძე, გურამ ჯაში, ვახტანგ ტატიშვილი, ნუგზარ კვაშალი, ცისანა სეფიაშვილი, ლევან სუხიტაშვილი, ელენე ფოჩხუა და ალექსანდრე მრელაშვილი.
ხანგრძლივობა: 1,5 საათი
კარის გაღების დრო: 19:30 საათი
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება