

- ისტორიას დარჩება -
19 ნოემბერს, 21:00 საათზე, გელოდებით Paper Box-ში ირაკლი ჩარკვიანის დაბადების დღისადმი მიძღვნილ საღამოზე, რომელიც ამავდროულად პროექტის „ბუკი და ნაღარა“ (BUKI & NAGARA) ერთი წლის იუბილესაც აღნიშნავს.
მეფის გარდაცვალებიდან 20 წლის შემდეგაც მისი შემოქმედება კვლავ მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალასა და შთაგონების წყაროდ რჩება - როგორც წინააღმდეგობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის, ისე ქართული კულტურის მუდმივი განახლებისა და ახალი შემოქმედებითი ძიებების გზაზე.
ბუკი და ნაღარა - ქეთათოსა და ანა სუბელიანის თანამედროვე არტ-პოპ პროექტია, რომელიც ირაკლის პოეტურ მემკვიდრეობას და მეფეს და ქეთათოს მუსიკას ახალი ჟღერადობითა და ინტერპრეტაციით აცოცხლებს. ცოცხალ ბენდთან ერთად პროექტი აერთიანებს ძლიერ მელოდიურ ხაზებს, ელექტრონულ და აკუსტიკურ ჟღერადობებსა და ექსპერიმენტულ მუსიკალურ ფორმებს.
ვოკალი: ქეთათო & ანა სუბელიანი
კლავიში და ელექტრონიკა: ბესო გრძელიშვილი
ბასი: ლევან მიქაბერიძე
გიტარა: შოთა ნამორაძე
დრამი: გაბრიელ ჭიბალაშვილი
სპეციალური სტუმრები:
ლადო ბურდული
Nimitta
ფანიკო
ბილეთის ფასი :
I კალათა 35 ლარი (ლიმიტირებული)
II კალათა 45 ლარი
კარზე : 50 ლარი
ასაკობრივი შეზღუდვა: 18+ (-18 პირები დაიშვებიან +18 პირებთან ერთად)
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება