17 ოქტომბერს „Factory Tbilisi“ პირველ Tbilisi Hip-Hop Festival-ს უმასპინძლებს. ფესტივალი ურბანული კულტურის მთავარ მიმართულებებს — მუსიკას, ქუჩის ცეკვასა და ვიზუალურ ხელოვნებას — ერთ მასშტაბურ სივრცეში აერთიანებს.
🎧 LINEUP
- Talib Kweli — ბრუკლინის ლეგენდა და ბოლო 25 წლის სოციალური ჰიპ-ჰოპის საკვანძო ფიგურა. Mos Def-თან ერთად შექმნილი საკულტო პროექტით (Black Star) ცნობილი არტისტი დღემდე ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე ავთენტური და ენერგიული ცოცხალი შემსრულებელია.
- FLOHIO — სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის გამორჩეული ხმა. არტისტი, რომელიც გრაიმს, რეპსა და ელექტრონულ ჟღერადობას საზღვრებს უშლის და ერთ უწყვეტ, ენერგეტიკულ ნაკადად აქცევს.
- TAHA — თანამედროვე ქართული ჰიპ-ჰოპის წამყვანი ფიგურა; MC, რომელმაც ექსპრესიული სტილითა და უკომპრომისო ენერგიით ახალი თაობის უპირობო აღიარება მოიპოვა.
- Kay G — თბილისის ხელწერა, რომელსაც პირველივე ტაქტიდან იცნობთ: აუჩქარებელი, თავდაჯერებული და მკვეთრი. ის დაბალ სიხშირეებზე ინარჩუნებს დინამიკას — სწორედ იქ, სადაც აკუსტიკა ხმის ბოლომდე აწევას ითხოვს.
- Mush One — არსებობს ჰიპ-ჰოპი, რომელიც ქალაქში იბადება, და ჰიპ-ჰოპი, რომელიც ქალაქში ჩამოდის. ჯერ ბითი, შემდეგ — ტექსტი: ეს ოქროს წესი Mush One-თან უცვლელია. Boom Bap-ის ესთეტიკა ჯაზ-ჰოპის ტალღებს ერწყმის და ლირიკული სიზუსტით საკუთარ სამყაროში გიხმობს.
SPECIAL GUESTS
- 10G$ & noki — Didube Records-ის თანადამფუძნებელი 10G$ და ლეიბლის მთავარი სელექტორი noki მძიმე ბითებს, ურბანულ რეალიზმსა და ექსპერიმენტულ კლუბურ ენერგიას აერთიანებენ (ალბომი CASH TENDERONY).
- BXNNY — PVP FLOW-ის ბეთლების გამორჩეული MC, რომელმაც სცენური დისციპლინა საკონცერტო ჰიტებში გადაიტანა („ვასახელოთ საქართველო“, „სულ წინ“).
- Pele — ქართული ბეთლ-რეპის პიონერი და PVP-ის პირველი ფინალისტი. მისი ხელწერა დაბალი, მძიმე ტემბრი და პაუზის წონაა („Gotham City“, „5AM in Tbilisi Freestyle“).
- Erekle Deisadze — ქართული ალტერნატიული სცენის ავტორი, რომლისთვისაც ჟანრი მხოლოდ სათქმელის ინსტრუმენტია: პოსტ-პანკიდან მძიმე 808-მდე („სადაც გამახედეს“).
- Sabana & Tashyo — ONEONEWORLD-ის დამფუძნებელი SabanaYesYes და ახალი თაობის MC Tashyo: მასშტაბური ელექტრონული პროდაქშენი და დინამიკური ფლოუ („TAIFUN“, „Lilies $ Fangs“, „FERAL“).
- Nick Green — MC და პროდიუსერი 10-წლიანი სტუდიური გამოცდილებით (Baza Recordings). რეპს პროდიუსერის ყურით უდგება, ბითებს კი სიტყვის სიზუსტით აგებს.
შოუქეისები და ბეთლები
- Sioni Hi-Fi Soundsystem w/ Juno Q Beat
ჰიპ-ჰოპის ფესვები იამაიკურ საუნდსისტემურ კულტურაში მიდის. პირველი ქართული საუნდსისტემა Sioni Hi-Fi და თბილისის საკლუბო სცენის პიონერი სელექტორი Juno Q Beat ტრადიციულ დაბ-სელექშენს, კლასიკურ ბუმ-ბეპსა და ანალოგური ხმის ფიზიკურ ძალას ერთ სივრცეში გააერთიანებენ.
- Producers Beat Battle | Presented by McDonald's
ბითი ჰიპ-ჰოპის საფუძველია, თუმცა მისი ავტორი ხშირად კულისებში რჩება. ამჯერად ქვეყნის წამყვანი ბითმეიკერები სცენაზე ადიან და ერთმანეთს პირისპირ (1v1) დაუპირისპირდებიან. გამარჯვებულს ჟიური გამოავლენს.
- მონაწილეები: Alleycat, Denivarlevi, Nakasha, Lucaroi
- ჟიური: Sabana, Jay Japaridze, Ediseu
- Red Bull Dance Your Style — THHF Edition
ქუჩის ცეკვის გლობალური პლატფორმა, სადაც მთავარი იმპროვიზაციაა. 8 გამორჩეული მოცეკვავე მოულოდნელ ჰიტებზე 1v1 პრინციპით შეერკინება ერთმანეთს, გამარჯვებულს კი წითელი და ლურჯი ბარათებით თავად მაყურებელი გამოავლენს.
- მონაწილეები: Lile, Mariam Jachvadze (GG), LUCAS, Nicholas Elerdashvili, GUWA HIETO, Sandro Sabadze, Tako Londaridze, Lola
- Graffiti Battle
გრაფიტი ჰიპ-ჰოპის ფუნდამენტური ელემენტია. ორ მასშტაბურ კედელზე არტისტები ოლიმპიური სისტემით (1v1) შეეჯიბრებიან. ყოველ წყვილს ადგილზე მიცემული სიტყვის დასახატად 10 წუთი ექნება. (რეგისტრაცია იწყება 12:00 საათიდან)
- ჟიური: Sudha, Wise, Chil One
კულტურული სივრცე
- 📸 ფოტოგამოფენა: „50 Iconic Moments of Hip-Hop History“ — ვიზუალური ექსპოზიცია, რომელიც ჟანრის ნახევარსაუკუნოვან ისტორიას, გარდამტეხ მომენტებსა და საკულტო კადრებს აცოცხლებს.
- 🎬 კინოზონა (12:00 – 18:00) — სივრცე, სადაც უწყვეტ რეჟიმში გაიმართება დოკუმენტური ფილმების ჩვენება ქართული და მსოფლიო ჰიპ-ჰოპის შესახებ.
- 🍔 Food Court & Chill Zone — მრავალფეროვანი კვების ზონა, ბარები და გასართობი/ინტერაქტიული სივრცეები მთელი დღის განმავლობაში.
დეტალები და ბილეთები
- 📅 თარიღი: 17 ოქტომბერი, 2026
- 📍 ლოკაცია: Factory Tbilisi (წერეთლის 114)
- 🚪 კარი იხსნება: 12:00
- 🔞 ასაკობრივი შეზღუდვა: 18+
(11–17 წლის მოზარდებისთვის შესვლა ფასიანია; დასწრება შესაძლებელია მხოლოდ ბილეთიანი მშობლის თანხლებით)
ბილეთები:
- Early Bird: 60 ₾ (SOLD OUT)
- I კალათა: 75 ₾
- II კალათა: 90 ₾
🎧 ფესტივალის ოფიციალური ფლეილისტი: Spotify Playlist
🌐 დამატებითი ინფორმაცია და ბილეთები: tbilisihiphop.com
- წარმდგენი: საქართველოს ბანკი
- გენერალური სპონსორი: Betlive
- მხარდამჭერები: Red Bull, Telegraph Hotel, Zoommer, Smart, JBL, McDonalds, Nabeghlavi, Monkey Shoulder, Jägermeister, Hennessy, Warsteiner, Sioni Hi-Fi, JET, Signall,Pro Sound, Render Group, Subway, Dunkin’, Mugsy’s Burger, Gennaro Pizza, Jambo, Hot Dog Room, Ganjina Dessert Shop,
- საინფორმაციო პარტნიორები: Marketer, Entrepreneur, Billboard Georgia, At.Ge, Fashionholics Online, Fortuna +, Ambebi.Ge, Palitra News, Araki Stories
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება