

7 აგვისტოს Iveria Beach, Solo და Mastercard-თან ერთად აგრძელებს მუსიკალური ივენთების სერიას - Summer Live Sessions.
Iveria Beach წარმოგიდგენთ Hazy Pockets-ს (ბერლინი), რომელიც Sumo-სა და Bene-სთან ერთად განსაკუთრებულ მუსიკალურ საღამოს შექმნის. სოულის, დისკოს, ფანკისა და ჰაუსის ჟღერადობა ერთ სივრცეში გაერთიანდება, სადაც Hazy Pockets-ის ეკლექტური მუსიკალური ხედვა, ენერგიული შესრულება და საცეკვაო ენერგია ზაფხულის ღამეს განსაკუთრებულ ატმოსფეროს შემატებს.
მის გვერდით სცენას დაიკავებენ ქართული ელექტრონული სცენის ორი გამორჩეული არტისტი - Sumo და Bene. მრავალწლიანი გამოცდილებით, ღრმა მუსიკალური სელექციითა და საკუთარი ხელწერით, ისინი Iveria Beach-ზე კიდევ ერთ დაუვიწყარ ღამეს შექმნიან.
Lineup:
23:00 - Bene
00:00 - Sumo
02:00 - Hazy Pockets
SOLO Mastercard World Elite ბარათით გადახდისას ისარგებლებთ 25%-იანი ფასდაკლებით.
ასაკობრივი შეზღუდვა: +20
მაგიდის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 0422 299 991
ბილეთები არ ბრუნდება