

🎃 შემოგვიერთდით გოგრის გამოჭრის მასტერკლასზე, სადაც ერთად შევქმნით ჰელოუინის დეკორაციებს, გავიზიარებთ იდეებს და სასიამოვნო დროს გავატარებთ. 🧡
✨ ხელოვანი ირაკლი ბეგიაშვილი გაგიზიარებთ გოგრის გამოჭრის ტექნიკებს და გასწავლით, როგორ მისცეთ გოგრას თქვენთვის სასურველი ფორმა და გამოსახულება. ერთად შევქმნით ორიგინალურ, სახალისო და ჰელოუინისთვის შესაფერის დეკორაციებს.
✨ მოიყვანეთ მეგობრები, ახლობელი, ოჯახის წევრი და გაატარეთ ერთი დღე ჩვენთან ერთად!
✨ მონაწილეობის პირობები
ბავშვები 14 წლამდე მასტერკლასზე დაიშვებიან მხოლოდ ზრდასრულის თანხლებით.
✨ მონაწილეობის საფასური
ბავშვი (18 წლამდე) — 45 ₾
თითო დამატებითი დედმამიშვილი — +30 ₾
ზრდასრული (18+) — 60 ₾
მშობელი + შვილი — 80 ₾
საფასურში შედის ყველანაირი მასალა, რაც კი დაგჭირდებათ, ასევე გამაგრილებელი უალკოჰოლო სასმელი.
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება