ღონისძიება - გოგი დოლიძის ვინილის ალბომის პრეზენტაცია - "გავა დრო და მოვუყვებით შვილებს"
ღონისძიება - გოგი დოლიძის ვინილის ალბომის პრეზენტაცია - "გავა დრო და მოვუყვებით შვილებს"

გოგი დოლიძის ვინილის ალბომის პრეზენტაცია - "გავა დრო და მოვუყვებით შვილებს"

ყველა ბილეთი გაყიდულია

ორგანიზატორი: MEMO
თეატრი - Theatre

შეიქმნა ლეგენდარული ქართველი მომღერლის - გოგი დოლიძის ვინილის ალბომი!

 

მისი გამოცემის აღსანიშნავად „თეატრში“ გაიმართება განსაკუთრებული კონცერტი, სადაც გოგი დოლიძის სიმღერებს შეასრულებენ ცნობილი ქართველი მომღერლები.

 

მუსიკალურ ნაწილს ბენდი ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით უზრუნველყოფს, კონცერტს კი ნიკა წულუკიძე წაიყვანს.

 

სპეციალური სტუმრები იქნებიან „ქართული ხმები“ და ეკა მამალაძე 

 

ღონისძიების მსვლელობაში, სიმღერებს შორის, დიდ ეკრანზე გაეშვება ვიდეოები და ინტერვიუები, გოგი დოლიძესთან დაკავშირებული ცნობილი ადამიანები, კოლეგები და მეგობრები გაიხსენებენ მას

 

პროექტის მხარდამჭერია:

 

საქართველოს კულტურის სამინისტრო

 

სსიპ შემოქმედებითი საქართველო

 

 

აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება 

 

საღამო წარიმართება თეატრალური განლაგებით, მაგიდების გარეშე.

 

ღონისძიებაზე არ იქნება კვება.