ღონისძიება - გლობალ ტექ ვიქენდ თბილისი 2026
ღონისძიება - გლობალ ტექ ვიქენდ თბილისი 2026

გლობალ ტექ ვიქენდ თბილისი 2026

ყველა ბილეთი გაყიდულია

ორგანიზატორი: Global Tech Weekend Tbilisi
პარ, 19 ივნ, 13:00
Factory Tbilisi

სტუდიო ლიბერთის Mastercard World Elite და Visa Platinum ბარათით გადახდისას ისარგებლე 30%-იანი ფასდაკლებით Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის Flagship Event Pass, Multi Pass-სა და Investor Pass ბილეთებზე. ფასდაკლებით სარგებლობისთვის გადახდისას მონიშნე სტუდიო  ლიბერთი და მიჰყევი ბმულს.

 

გლობალ ტექ ვიქენდ თბილისი 2026

19-20-21 ივნისი, 2026

 


20 ივნისი | Factory Tbilisi - მთავარი კონფერენცია

ეს არის დღე, როცა თბილისი გლობალურ ტექნოლოგიურ დედაქალაქად გადაიქცევა. მზად ხარ ამ ცვლილების ნაწილი გახდე?

Global Tech Weekend Tbilisi ბრუნდება. ამჯერად, პლატფორმა, რომელიც კიდევ უფრო მასშტაბური გახდა, განვითარებად ეკოსისტემებს გლობალურ კაპიტალთან, მოწინავე ტექნოლოგიებთან და გადაწყვეტილებების მიმღებ პირებთან დააკავშირებს. 

 

200+ გლობალური სპიკერი

300+ ინვესტორი

150+ კომპანია

20,000+ სტუმარი

5 სცენა

 

სამი დღის განმავლობაში, თბილისი ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და კაპიტალის გლობალურ ცენტრად გადაიქცევა.

 

ხუთი სცენა. რეალური საუბრები. გლობალური მოძრაობა. 

 

ღონისძიების ფორმატი:

 

19 ივნისი (პარასკევი) | საიდ-ღონისძიებები

პირველი დღე 80-ზე მეტ ღონისძიებას დაეთმობა, მათ შორის იქნება:მითაფები, ვორქშოფები, დახურული შეხვედრები, ლექციები.

ღონისძიებები დედაქალაქის სხვადასხვა ნაწილში გაიმართება - პარტნიორი კომპანიების სივრცეებში, სასტუმროებში, საერთო სამუშაო სივრცეებსა და კულტურულ დაწესებულებებში.

 

 

20 ივნისი (შაბათი) | მთავარი კონფერენცია

მთავარი კონფერენციისთვის 10,000-ზე მეტი სტუმარი Factory Tbilisi-ში შეიკრიბება. სივრცე სექტორულ პავილიონებად დაიყოფა და დაფარავს შემდეგ თემებს:

 

  • Artificial Intelligence & Deep Tech
     
  • FinTech & Banking
     
  • Web3 & Blockchain
     
  • Innovation & Venture Capital
     
  • Urban Innovation & Architecture
     
  • Gaming & E-Sports
     
  • Creative & Fashion Tech
  • Digital Marketing
     
  • Tourism & Hospitality
     
  • Health Tech
     
  • Real Estate Development

...და სხვა მრავალი ინდუსტრია, რომლებიც მომავალ ათწლეულს განსაზღვრავენ.
 

კონფერენცია ხუთ მთავარ სცენაზე გაიმართება, სადაც გამომსვლელები თანამედროვე ტექნოლოგიებზე პანელური დისკუსიების, ინტერვიუების და პრეზენტაციების ფორმატში ისაუბრებენ. პარალელურად, ტერიტორიაზე ათობით გასართობ-შემეცნებითი, ინტერაქციული და კვების ზონა მოეწყობა.

 

ვინ ესწრება?

 

  • ვენჩურული კაპიტალის ფონდები
     
  • აღმასრულებელი მენეჯმენტის წარმომადგენლები
     
  • სწრაფად მზარდი კომპანიების დამფუძნებლები
     
  • საერთაშორისო ინვესტორები და ტრანსნაციონალური კორპორაციები
     
  • ტექნოლოგიური ლიდერები წარმოდგენილი ინდუსტრიებიდან
     
  • კრეატიული ინდუსტრიისა, მოდისა და კულტურის სფეროს ლიდერები
     
  • ტურიზმისა და ეკონომიკური განვითარების სფეროს წარმომადგენლები და სხვა.

 

 

21 ივნისი (კვირა) | დახურვის ცერემონია & კულტურული გამოცდილება

დასკვნითი დღის განმავლობაში თბილისში გაიმართება: დამატებითი ღონისძიებები, კულტურული გამოცდილებები, ოფიციალური დახურვის ცერემონია.

GTWT 2026-ზე პროფესიონალების შემოქმედება რეალური ცვლილებებისთვის მოიყრის თავს. კონფერენციაზე დასწრებით, იმ ინვესტორების, გლობალური ტექნოლოგიური ლიდერების, დამფუძნებლების და კრეატორების გვერდით აღმოჩნდებით, ვინც გლობალური ბიზნეს ეკოსისტემის მომავალს ქმნიან.

კომპანიები და მონაწილეები, რომლებიც შემოგვიერთდებიან, შეძლებენ:

  • საერთაშორისო პარტნიორობების დამყარებას
  • კაპიტალის მოზიდვას
  • გლობალური ტალანტის გაცნობას
  • ინდუსტრიის ლიდერებთან ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას
  • საკუთარი გამოცდილებისა და ხედვის გაზიარებას გლობალურ აუდიტორიასთან
  • ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას და თავისი ადგილის დამკვიდრებას სწრაფად ცვალებად სამყაროში

 

შემოუერთდი მოძრაობას. გამოიყენე მომენტი. იყავი იქ, სადაც მომავალი ათწლეულის ბედი წყდება.

 

 

ბილეთები:

 

Flagship Event PASS 

 

Early Bird: 89 GEL (SOLD OUT)

Basket 1: 109 GEL

 

  • წვდომა Global Tech Weekend Tbilisi-ის მთავარ ღონისძიებაზე Factory Tbilisi-ში, 20 ივნისს;
  • საიდ ღონისძიებები (19 და 21 ივნისი) საჭიროებს ცალკე რეგისტრაციას Lu.ma გვერდზე.

 

Multi-PASS 

 

Early Bird: 199 GEL (SOLD OUT)

Basket 1: 249 GEL

  • წვდომა Global Tech Weekend Tbilisi-ის მთავარ ღონისძიებაზე Factory Tbilisi-ში, 20 ივნისს;
  • წვდომა ოფიციალურ After-Party-ზე 20 ივნისს (Tribe / King David);
  • საიდ ღონისძიებები (19 და 21 ივნისი) საჭიროებს ცალკე რეგისტრაციას Lu.ma გვერდზე.

 

INVESTOR PASS 

 

Early Bird: 890 GEL (SOLD OUT)

Basket 1: 1290 GEL

  • წვდომა ინვესტორ ლაუნჯზე Global Tech Weekend Tbilisi-ის მთავარ ღონისძიებაზე Factory Tbilisi-ში, 20 ივნისს;
  • წვდომა ყველა საიდ ღონისძიებაზე 19 და 21 ივნისს - სრული სია იხილეთ Lu.ma გვერდზე.
  • წვდომა ექსკლუზიურ ნეთვორქინგ ღონისძიებებზე, მათ შორის Forbes Georgia-ზე;
  • წვდომა ოფიციალურ After-Party-ზე 20 ივნისს (Tribe / King David);
  • წვდომა ექსკლუზიურ დახურვის ცერემონიაზე 21 ივნისს.

 

 

ასაკობრივი შეზღუდვა: 16+

 

კარის გაღების დრო: 11:00 საათი

 

სამივე დღის დეტალური განრიგი გამოქვეყნდება http://www.luma.com -ზე - ორგანიზატორების ოფიციალურ კალენდარზე. 

 

 

აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება