

9 ოქტომბერს ⏰ 19:00 საათზე
ლეგენდარული ქართული ხმები
საიუბილეო კონცერტი - 1986 წლიდან 40 წელი სცენაზე
9 ოქტომბერს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სცენაზე, ლეგენდარული ანსამბლის „ქართული ხმების“ საიუბილეო კონცერტი გაიმართება.
საღამოზე შესრულდება ქართველი კომპოზიტორების პოპულარული სიმღერები და ქართული სასიმღერო ფოლკლორის იშვიათი ნიმუშები. კონცერტს მუსიკალურად გააფორმებს თბილისის მერიის ბიგბენდი.
ანსამბლი „ქართული ხმები“ 1986 წელს დაარსდა და ქართული ვაჟთა ვოკალური ხელოვნების გამორჩეული წარმომადგენელია. მისი საქმიანობა ქართული ტრადიციული და საესტრადო სიმღერის პოპულარიზაციას უკავშირდება როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. 1996 წელს ანსამბლს საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატის წოდება მიენიჭა.
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება