

ჩვენი პროექტის მიზანია სოციალურად დაუცველ ახალგაზრდებზე დახმარება, ასევე იმ პატარებზე ხელშეწყობა, რომლებსაც პროფესიონალ სპეციალისტებთან წვდომა არ აქვთ.
პროექტის ფარგლებში, შევარჩევთ ახალგაზრდებს ქვეყნის ყველა რეგიონიდან, განსაკუთრებით ყურადღებას ვაქცევთ, მაღალმთიან და მცირე დასახლებულ სოფლებს, რომლებიც ხელოვნების სფეროს მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტების სერიოზულ დეფიციტს განიცდიან.
ამ პროექტის მეშვეობით, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს, რომელსაც განსაკუთრებული ნიჭი აქვთ ხელოვნების სხვადასხვა დარგში.
ჩვენ პროექტს კიდევ ერთი მიზანი აქვს, გვსურს, მომავალ თაობას შევასწავლოთ და მათში პოპულარული გავხადოთ მივიწყებული ხალხური მუსიკალური საკრავები.
ამასთან ერთად მოეწყობა არაპროფესიონალი ხელოვანების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და ნახატების გამოფენა გაყიდვა.
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება